პოლიციამ თბილისში ნარკოდანაშაულისთვის სამი პირი დააკავა

© Sputnik / Alex Shlamovსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო, 1920, 13.05.2022
გამოწერა
ნარკოდანაშაულში ბრალდებულ პირებს 4-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
თბილისი, 13 მაისი – Sputnik. პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანისა და კულტივირების, ასევე ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით სამი პირი დააკავა, მათ შორის ერთი წარსულში ნასამართლევია, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო.
უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა მოსამართლის განჩინების საფუძველზე ერთ-ერთი ბრალდებულის ბინაში ჩატარებული ჩხრეკისას განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება მარიხუანა და ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის კულტივაციისთვის განკუთვნილი მოწყობილობები ნივთმტკიცებად ამოიღეს.
მეორე ბრალდებული სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების დათესვა-მოყვანისა და კულტივირების ბრალდებით თბილისში დააკავეს.
რაც შეეხება მესამე ბრალდებულს, ვარკეთილის მე-3 მასივში მდებარე ერთ-ერთი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე მისი პირადი ჩხრეკისას 45 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება მარიხუანა ნივთმტკიცებად ამოიღეს. დაკავებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას კი ამოღებულია ექვსი ძირი კანაფი და ნარკოტიკული საშუალების შემცველი აღნიშნული მცენარის გასაზრდელად განკუთვნილი ე.წ. კაბინა.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 265-ე მუხლებით მიმდინარეობს. დანაშაულები 4-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
წყარო: შსს-ს პრეს-სამსახური
ყველა ახალი ამბავი
0