Праздничное оформление - Sputnik საქართველო, 1920
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„დოროყაშვილს სისხლნაჟღენთი ჰქონდა. ის რაიმე ბლაგვი საგნით არის მიყენებული“ - ექსპერტი

© courtesy of Neka Dorokashviliნეკა დოროყაშვილი
ნეკა დოროყაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 13.05.2022
გამოწერა
სამედიცინო ექსპერტმა ყოფილ წყვილს შორის კონფლიქტის ახალი დეტალები გაამხილა.
თბილისი, 13 მაისი – Sputnik. მოდელ ნეკა დოროყაშვილს მარჯვენა მხრის ზედაპირზე სისხლნაჟღენთი ჰქონდა, რომელიც, სავარაუდოდ, მკვრივი ბლაგვი საგნით არის მიყენებული, განაცხადა თბილისის საქალაქო სასამართლოში სამედიცინო ექსპერტმა, რომელიც ცნობილი ჩოგბურთელის ნიკოლოზ ბასილაშვილისა და მოდელ ნეკა დოროყაშვილის საქმეზე დაიკითხა.
ექსპერტის თქმით, ძალადობაში ბრალდებული ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილმა მეუღლემ მას უთხრა, რომ ბასილაშვილმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

„დოროყაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ტრავმის მიღების დღეს მას თავის ტკივილი ჰქონდა. მას ჰქონდა სიმპტომები და ნიშნები, რომელიც ემოციურ მდგომარეობას მიეკუთვნებოდა. მარჯვენა მხრის შიდა ზედაპირზე აღენიშნებოდა დაზიანება სისხლნაჟღენთის სახით, რომელიც მსუბუქი ხარისხის დაზიანებას მიეკუთვნებოდა ჯანმრთელობის მოშლის გარეშე“, – განაცხადა სამედიცინო ექსპერტმა.

წარმატებული სპორტული კარიერის ფონზე, 2020 წლის მაისში ნიკოლოზ ბასილაშვილი ოჯახში ძალადობის საფუძველზე დააკავეს, თუმცა შემდეგ 100.000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. ჩოგბურთელს ბრალი წარუდგინეს არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით ყოფილ მეუღლეზე ნეკა (ნელი) დოროყაშვილზე ფიზიკური ძალადობის ბრალდებით.
დოროყაშვილის თქმით, ბასილაშვილი მასზე სისტემატურად ძალადობდა, რასაც ბასილაშვილის ოჯახი უარყოფს. ნიკოლოზ ბასილაშვილი სამართალდამცველებმა 22 მაისს დააკავეს მას შემდეგ, რაც დოროყაშვილმა პოლიცია და სასწრაფო დახმარება სარაჯიშვილის გამზირზე, თბილისში ე.წ. ხელოსნების ქალაქის დასახლებასთან გამოიძახა. იქ შვილთან ერთად იყო და, როგორც თავად ქალი ამბობდა, მას ყოფილმა მეუღლემ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, ყოფილმა მამამთილმა კი – სიტყვიერი.
პროკურატურამ ბასილაშვილს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც არასრულწლოვნის თანდასწრებით ოჯახის წევრის მიმართ ძალადობას გულისხმობს. ნიკოლოზ ბასილაშვილი წარდგენილ ბრალს არ ეთანხმება.
ყველა ახალი ამბავი
0