https://sputnik-georgia.com/20220513/kreditebis-raodenoba-mcuravi-saprocento-ganakvetit-izrdeba-266614185.html
იზრდება კრედიტების რაოდენობა მცურავი საპროცენტო განაკვეთით
იზრდება კრედიტების რაოდენობა მცურავი საპროცენტო განაკვეთით
Sputnik საქართველო
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად, 11%-ზე დატოვა. 13.05.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-05-13T10:02+0400
2022-05-13T10:02+0400
2022-05-13T19:48+0400
საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23406/97/234069725_1:0:1500:843_1920x0_80_0_0_96243591a4757c7f0a15d7a4fce39d6b.jpg
თბილისი, 13 მაისი – Sputnik. საქართველოში რეფინანსირების განაკვეთზე დამოკიდებულია 191,4 ათასი კრედიტი მცურავი საპროცენტო განაკვეთით, ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკების“ განცხადებაში.საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 11 მაისს რეფინანსირების განაკვეთის 11%-ის დონეზე დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.არასამთავრობო ორგანიზაციის მონაცემებით, განაკვეთზე დამოკიდებულია ჯამში 8,7 მილიარდი ლარის ოდენობის კრედიტები.განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ინფლაციის ფონზე, ახალი შოკის დამატების პირობებში, უარყოფითი ინფლაციური მოლოდინების ფორმირების გაზრდილი რისკია, რითაც აიხსნება მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის არსებულ დონეზე შენარჩუნება.რომელი კრედიტებია დამოკიდებული რეფინანსირების განაკვეთზე
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23406/97/234069725_376:0:1500:843_1920x0_80_0_0_b35b291d915ebc1b84dbc0e582897435.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები, საქართველო
საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები, საქართველო
იზრდება კრედიტების რაოდენობა მცურავი საპროცენტო განაკვეთით
10:02 13.05.2022 (განახლებულია: 19:48 13.05.2022) საქართველოს ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად, 11%-ზე დატოვა.
თბილისი, 13 მაისი – Sputnik. საქართველოში რეფინანსირების განაკვეთზე დამოკიდებულია 191,4 ათასი კრედიტი მცურავი საპროცენტო განაკვეთით, ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკების“ განცხადებაში.
საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 11 მაისს რეფინანსირების განაკვეთის 11%-ის დონეზე დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.
რეფინანსირების განაკვეთი – პროცენტის ოდენობაა წლიური გაანგარიშებით, რომელსაც საკრედიტო ორგანიზაციები ეროვნულ ბანკს მათთვის გამოყოფილი კრედიტებისთვის უხდიან. რეფინანსირების განაკვეთი ეროვნული ბანკის ფულად-საკრედიტო პოლიტიკის ძირითადი ინსტრუმენტია და საფინანსო სექტორში საბაზრო განაკვეთების ორიენტირად არის მიჩნეული.
არასამთავრობო ორგანიზაციის მონაცემებით, განაკვეთზე დამოკიდებულია ჯამში 8,7 მილიარდი ლარის ოდენობის კრედიტები.
„მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილება ეკონომიკაში მიმდინარე ინფლაციური პროცესების გამომწვევი შიდა და გარე ფაქტორების შესუსტების გამოძახილია“, – ნათქვამია განცხადებაში.
განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ინფლაციის ფონზე, ახალი შოკის დამატების პირობებში, უარყოფითი ინფლაციური მოლოდინების ფორმირების გაზრდილი რისკია, რითაც აიხსნება მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის არსებულ დონეზე შენარჩუნება.
რომელი კრედიტებია დამოკიდებული რეფინანსირების განაკვეთზე
კრედიტის სახეობა | კრედიტების რაოდენობა | მოცულობა, მლნ ლარი |
სამომხმარებლო | 84.300 | 1.229 |
იპოთეკური | 70.100 | 3.022 |
ბიზნეს–კრედიტი | 36.000 | 4.432 |
ავტოკრედიტი | 700 | 18 |
გაურკვეველი დანიშნულების | 3.000 | 30 |