Праздничное оформление - Sputnik საქართველო, 1920
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

იმედა კახიანი ქორწინების 65-ე წლისთავს აღნიშნავს - ფოტო

© courtesy of Open Mic - Art JAKO FMიმედა კახიანი
იმედა კახიანი - Sputnik საქართველო, 1920, 13.05.2022
გამოწერა
ცნობილი მსახიობი ბედნიერ ქორწინებაშია.
ცნობილი ქართველი მსახიობი იმედა კახიანი ქორწინების 65-ე წლისთავს აღნიშნავს. მის ფოტოს მეუღლესთან ფლორასთან ერთად მათი შვილიშვილი ქეთო თოფურიძე აქვეყნებს სოციალურ ქსელში.
ქეთო წერს, რომ იმედა კახიანს 85 წლის შესრულებასთან ერთად ქორწინების იუბილეც აქვს.
ფოტო იმედა კახიანის მცხეთის სახლშია გადაღებული, რომელიც მსახიობს ძალიან უყვარს, ის საკუთარი ხელით მოაწყო და იქ დიდ დროს ატარებს.
მსახიობი ფლორა ანთაძეზეა დაქორწინებული. წყვილს ორი შვილი ჰყავდა, რომელთაგან ვაჟი ლადო 14 წლის ასაკში ტრაგიკულად დაეღუპათ. მათ ქალიშვილს ეკა კახიანს კი საზოგადოება კარგად იცნობს ჯერ კიდევ ბავშვობიდან, როდესაც ის „მზიურში“ მღეროდა. ეკას შვილებიც დიდი პოპულარობით სარგებლობენ.
ყველა ახალი ამბავი
0