„დონ ჟუანის“ ახალი ვერსია თბილისის ცირკის არენაზე გათამაშდება

© photo: Sputnikთბილისის ცირკი
თბილისის ცირკი - Sputnik საქართველო, 1920, 13.05.2022
გამოწერა
ნაწარმოები განსხვავებული შინაარსითა და ფორმით იქნება წარდგენილი მაყურებლის წინაშე.
თბილისი, 13 მაისი – Sputnik. თბილისის ცირკის სცენაზე 21 მაისს მოლიერის „დონ ჟუანისა“ და პუშკინის „ქვის სტუმრის" გაერთიანებულ ვერსია იქნება წარმოდგენილი. ინფორმაციას დამოუკიდებელი თეატრალური კომპანია „ხვლიკი“ (Lizard) ავრცელებს.
სპექტაკლი საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით დაიდგა. დამდგმელი რეჟისორია საბა ასლამაზიშვილი.

„დამოუკიდებელი თეატრალური კომპანია „ხვლიკი“ წარმოგიდგენთ „დონ ჟუანს" – მოლიერისა და ალექსანდრე პუშკინის გაერთიანებულ ვერსიას სცენაზე. კლასიკად ქცეული ნაწარმოებები სულ სხვა შინაარსითა და ფორმით წარდგება მაყურებლის წინაშე. ჩვენ გეპატიჟებით ჩვენს პოლიტიკურ ყრილობაზე, სადაც შეხვდებით გარდაცვლილ კომანდორს“, – აღნიშნულია წარმოდგენის ანონსში.

სპექტაკლში მონაწილეობენ მსახიობები: ვლადიმერ ვაშაკიძე, მარიამ ბალახაძე, ანიკო შურღაია, ენდი ძიძავა, გივიკო ბარათაშვილი, გიორგი მაქაძე, თორნიკე კაკულია, გაგა არაბული, ლუკა ახალაძე, ანდრია ვაჭრიძე.
წარმოდგენის მხატვარია ბარბარა ასლამაზი, ხოლო კომპოზიტორები კონსტანტინე ეჯიბაშვილი და ვახტანგ გვახარია არიან.
ყველა ახალი ამბავი
0