https://sputnik-georgia.com/20220513/aqartvelosi-toqsikuri-politikuri-garemoa-gia-nodia-266624300.html
საქართველოში ტოქსიკური პოლიტიკური გარემოა - ექსპერტი
საქართველოში ტოქსიკური პოლიტიკური გარემოა - ექსპერტი
Sputnik საქართველო
ტოქსიკურობა ვლინდება ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის განსაკუთრებით მწვავე დაპირისპირებაში, დააზუსტა გია ნოდიამ. 13.05.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-05-13T16:33+0400
2022-05-13T16:33+0400
2022-05-13T22:11+0400
პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/1b/261541862_0:67:1280:787_1920x0_80_0_0_eae9f986155ca1d834c026884c2ea124.jpg
თბილისი, 13 მაისი – Sputnik. საქართველოში ძალზე ტოქსიკური პოლიტიკური გარემოა და ბოლო ორი წელია ქვეყანა ქრონიკული პოლიტიკური კრიზისის მდგომარეობაში ცხოვრობს, მიიჩნევს პოლიტოლოგი გია ნოდია.საქართველოში პოლარიზაცია ყოველ ახალ არჩევნებთან ერთად იზრდება. ოპოზიციაც და მმართველი პარტია „ქართული ოცნებაც“ საუბრობენ, რომ მნიშვნელოვანია კონფრონტაციის დამთავრება, მაგრამ ამავე დროს ურთიერთბრალდებებს ბოლო არ უჩანს.მუდმივად ერთი სკანდალიდან მეორემდე ვცხოვრობთ, რაც საზოგადოების თვალში ამცირებს ხელისუფლების ეფექტიანობას, ნდობას პოლიტიკური კლასის მიმართ მთლიანობაში, განაცხადა პოლიტოლოგმა.„ორი წელია დაახლოებით ქრონიკული პოლიტიკური კრიზისის ვითარებაში ვცხოვრობთ. სულ რაღაცნაირი კრიზისია, ნორმაში, კალაპოტში ვერ ჩავდექით. ეს ძალიან ცუდია ქვეყნისთვის, ხალხისთვის, მოსახლეობისთვის... სამწუხაროდ, არც ის ჩანს, როგორ უნდა გამოვიდეთ ამ ვითარებიდან“, – აღნიშნა ნოდიამ.დაძაბული ურთიერთობები ოპოზიციასა და მმართველ ძალას შორის განსაკუთრებით გამწვავდა უკრაინაში მიმდინარე მოვლენების ფონზე. ოპოზიცია მკვეთრად აკრიტიკებს „ქართულ ოცნებას“, რომ საქართველო არ შეუერთდა რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს. უფრო მეტიც, ის ხელისუფლებას დასავლური სანქციების თავიდან არიდებაში რუსეთის დახმარებაში ადანაშაულებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/1b/261541862_72:0:1209:853_1920x0_80_0_0_a4a41d7cb6ce07ab1863bb3ef0bca00f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო
პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო
საქართველოში ტოქსიკური პოლიტიკური გარემოა - ექსპერტი
16:33 13.05.2022 (განახლებულია: 22:11 13.05.2022) ტოქსიკურობა ვლინდება ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის განსაკუთრებით მწვავე დაპირისპირებაში, დააზუსტა გია ნოდიამ.
თბილისი, 13 მაისი – Sputnik. საქართველოში ძალზე ტოქსიკური პოლიტიკური გარემოა და ბოლო ორი წელია ქვეყანა ქრონიკული პოლიტიკური კრიზისის მდგომარეობაში ცხოვრობს, მიიჩნევს პოლიტოლოგი გია ნოდია.
საქართველოში პოლარიზაცია ყოველ ახალ არჩევნებთან ერთად იზრდება. ოპოზიციაც და მმართველი პარტია „ქართული ოცნებაც“ საუბრობენ, რომ მნიშვნელოვანია კონფრონტაციის დამთავრება, მაგრამ ამავე დროს ურთიერთბრალდებებს ბოლო არ უჩანს.
„ჩვენ გვაქვს ტოქსიკური, მოწამლული გარემო, რაც გამოიხატება განსაკუთრებით მძაფრ დაპირისპირებაში ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის. ხელისუფლება პრაქტიკულად არ ცნობს ოპოზიციის ლეგიტიმურობას, მაგრამ ოპოზიციაც ფაქტობრივად არ ცნობს ხელისუფლების ლეგიტიმურობას. ეს არანორმალური მდგომარეობაა“, – განაცხადა ნოდიამ.
მუდმივად ერთი სკანდალიდან მეორემდე ვცხოვრობთ, რაც საზოგადოების თვალში ამცირებს ხელისუფლების ეფექტიანობას, ნდობას პოლიტიკური კლასის მიმართ მთლიანობაში, განაცხადა პოლიტოლოგმა.
„ორი წელია დაახლოებით ქრონიკული პოლიტიკური კრიზისის ვითარებაში ვცხოვრობთ. სულ რაღაცნაირი კრიზისია, ნორმაში, კალაპოტში ვერ ჩავდექით. ეს ძალიან ცუდია ქვეყნისთვის, ხალხისთვის, მოსახლეობისთვის... სამწუხაროდ, არც ის ჩანს, როგორ უნდა გამოვიდეთ ამ ვითარებიდან“, – აღნიშნა ნოდიამ.
დაძაბული ურთიერთობები ოპოზიციასა და მმართველ ძალას შორის განსაკუთრებით გამწვავდა უკრაინაში მიმდინარე მოვლენების ფონზე. ოპოზიცია მკვეთრად აკრიტიკებს „ქართულ ოცნებას“, რომ საქართველო არ შეუერთდა რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს. უფრო მეტიც, ის ხელისუფლებას დასავლური სანქციების თავიდან არიდებაში რუსეთის დახმარებაში ადანაშაულებს.