როგორი ამინდი იქნება საქართველოში უახლოეს დღეებში

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliთბილისი
თბილისი - Sputnik საქართველო, 1920, 13.05.2022
გამოწერა
კვირის ბოლოს დედაქალაქში 28 გრადუსამდე დათბება.
თბილისი, 13 მაისი – Sputnik. 13 და 14 მაისს საქართველოში თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
უწყების ცნობით, ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში 13-14 მაისს +24, +29 გრადუსი იქნება. 15 მაისს ზოგან შესაძლოა მცირე წვიმა, ხოლო უკვე 16 მაისს გრილი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელების გამო ქვეყნის უმეტეს ნაწილში მოსალოდნელია ტემპერატურის შედარებით კლება, წვიმიანი და ქარიანი ამინდი.
რაც შეეხება თბილისს, სინოპტიკოსების პროგნოზით, დედაქალაქში 13-15 მაისს უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა +26, +28 გრადუსამდე მოიმატებს. 16 მაისს კი თბილისში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა კი +20, +22 გრადუსამდე დაიკლებს.
ყველა ახალი ამბავი
0