თბილისში გამოფენა „კრისტოფორო კასტელი და საქართველო“ გაიმართება

© photo: Sputnikსაქართველოს სახელმწიფო ეროვნული მუზეუმი
საქართველოს სახელმწიფო ეროვნული მუზეუმი - Sputnik საქართველო, 1920, 13.05.2022
გამოწერა
გამოფენაზე წარმოდგენილ ნამუშევრებში ასახულია მეჩვიდმეტე საუკუნის საქართველო.
თბილისი, 13 მაისი – Sputnik. თბილისში გამოფენა „კრისტოფორო კასტელი და საქართველო“ გაიმართება, რომელიც იტალიელ მისიონერს, თეატინელთა ორდენის წარმომადგენელ პატრს ეძღვნება. ინფორმაციას საქართველოს ეროვნული მუზეუმი ავრცელებს.
ექსპოზიცია რომსა და თბილისს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლისთავთან დაკავშირებით სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს ისტორიის მუზეუმში გამოიფინება.
გამოფენა საქართველოში იტალიის საელჩოს ხელშეწყობით გაიმართება.

„კრისტოფორო კასტელიმ დიდი წვლილი შეიტანა საქართველოს ევროპის კულტურული ოჯახისთვის უკეთ გაცნობის საქმეში და ფასდაუდებელი ისტორიული მემკვიდრეობა დაგვიტოვა – აქ გატარებული თითქმის ოცდახუთწლიანი პერიოდის განმავლობაში (1631-1654) მან იმდროინდელი საქართველოს ამსახველი ილუსტრირებული „დღიური" შექმნა“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება კრისტოფორო დე კასტელის 50 გრაფიკული ნამუშევარი. მათი ორიგინალები პალერმოს მუნიციპალურ ბიბლიოთეკაში ინახება.
კასტელის მიერ ქაღალდზე გაცოცხლებული ადამიანები და ადგილები მეჩვიდმეტე საუკუნის საქართველოს წარმოადგენს. გამოფენის დამთვალიერებელს ელის ქართველი მეფეებისა და დიდგვაროვნების პორტრეტები. ასევე ეკლესიების, ციხე-სიმაგრეების, ტრადიციული თამაშობების, ყოფითი სცენებისა თუ წეს-ჩვეულებების ამსახველი ნამუშევრები.
© Courtesy of Georgian National Museumგამოფენა „კრისტოფორო კასტელი და საქართველო“ ეროვნულ მუზეუმში
Выставка Христофоро Кастелли и Грузия в Нацмузее - Sputnik საქართველო, 1920, 13.05.2022
გამოფენა „კრისტოფორო კასტელი და საქართველო“ ეროვნულ მუზეუმში
გახსნის ცერემონიაზე გაიმართება კრისტოფორო კასტელისადმი მიძღვნილი სამენოვანი წიგნის (იტალიურ, ქართულ და ინგლისურ ენებზე) პრეზენტაცია, რომელიც იტალიის საელჩოს მიერ სპეციალურად ამ მოვლენისთვის მომზადდა და გამოიცა.
გამოფენა დღეს, 13 მაისს გაიხსნება და 30 ივნისამდე გასტანს.
ყველა ახალი ამბავი
0