უკრაინაში ტარიელ ონიანის ძმისშვილი, ე.წ. კანონიერი ქურდი მამუკა ონიანი დააკავეს

© photo: Sputnik / Stringerდაკავება
დაკავება - Sputnik საქართველო, 1920, 12.05.2022
გამოწერა
თბილისი, 12 მაისი - Sputnik. უკრაინაში, ივანო-ფრანკოვსკის რეგიონში საქართველოს მოქალაქე მამუკა ონიანი დააკავეს, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2“ უკრაინის პოლიციაზე დაყრდნობით.
45 წლის მამუკა ონიანი, რომელიც გავლენიანი „კანონიერი ქურდის“ ტარიელ ონიანის ძმისშვილია, ე.წ. კანონიერ ქურდად 2013 წელს სტამბულში „აკურთხეს“.
გავრცელებული ინფორმაციით, ონიანს უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს გადაწყვეტილებით, პერსონალური სპეციალური სანქციები ჰქონდა შეფარდებული.
უკრაინის პოლიციის ცნობით, კრიმინალების და საბოტაჟის საქმიანობაში ჩართული პირების გამოვლენისას მიიღეს ინფორმაცია, რომ ივანო-ფრანკოვსკის რეგიონში ე.წ. კანონიერი ქურდი, სახელად მამუკა იმალებოდა.
ონიანი ერთ-ერთ კერძო სახლში დააკავეს. ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა მისი უკრაინიდან იძულებითი ექსტრადიციის საკითხზე.
ყველა ახალი ამბავი
0