თურქეთიდან იმპორტირებული მედიკამენტები 100 ათასზე მეტმა მოქალაქემ შეიძინა

© Pixabay / jarmolukმედიკამენტები
მედიკამენტები - Sputnik საქართველო, 1920, 12.05.2022
გამოწერა
თურქეთიდან იმპორტირებული მედიკამენტებისა და მომწოდებელი ფარმაცევტული დაწესებულებების რაოდენობა მუდმივად იზრდება.
თბილისი, 12 მაისი — Sputnik. 2022 წლის მარტ-აპრილში საქართველოს ასი ათასზე მეტმა მოქალაქემ თურქეთიდან იმპორტირებული ბიუჯეტური წამლები შეიძინა, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა.
საქართველოს ფარმაცევტული ბაზარი თურქეთისთვის იანვრის შუა რიცხვებში, მთავრობის შესაბამის დადგენილებაზე ხელმოწერის შემდეგ გაიხსნა. შედეგად მედიკამენტებზე ფასები 80%-მდე შემცირდა.
აზარაშვილის განცხადებით, ამ ეტაპზე თურქეთიდან იმპორტირებული მედიკამენტების ჩამონათვალი 400 დასახელებას აჭარბებს და აღნიშნული რიცხვი ყოველდღიურად იზრდება.
„ძველი ფასებით, 50 მილიონი ლარის ნაცვლად ჩვენმა მოქალაქეებმა დაახლოებით 15 მილიონი ლარი გადაიხადეს. შესაბამისად, მხოლოდ ამ ორ თვეში სახეზე გვაქვს მნიშვნელოვანი ეკონომია“, - განაცხადა აზარაშვილმა.
ჯანდაცვის მინისტრმა ასევე ყურადღება გაამახვილა თურქეთიდან იმპორტირებული მედიკამენტების ხარისხზე. როგორც მან აღნიშნა, რეფორმის დაწყებამდე იგი სპეციალისტებთან ერთად თურქეთში იმყოფებოდა და უმსხვილეს ფარმაცევტულ კომპანიებთან გამართა შეხვედრები.
„საქართველოს ფარმაცევტულ ბაზარზე მედიკამენტების ხარისხი ჩვენი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია. ამ პრიორიტეტიდან გამომდინარე, ყველა ადგილობრივი მწარმოებელი ვალდებულია GMP-სტანდარტზე გადავიდეს“ , - განაცხადა აზარაშვილმა.
2022 წლის 1 იანვრიდან GMP (კარგი საწარმოო პრაქტიკის) და GDP (კარგი დისტრიბუციის პრაქტიკის) სტანდარტების დაცვა ადგილობრივი ფარმაცევტული კომპანიებისთვის სავალდებულოა. ხელისუფლების განცხადებით, ეს გააუმჯობესებს საქართველოში წარმოებული მედიკამენტების ხარისხს და გაზრდის ქვეყნის საექსპორტო პოტენციალს.
ქვეყანაშისაერთაშორისოGMP სტანდარტზეგადასვლაჯერ კიდევ 2016 წლიდან იგეგმებოდა, მაგრამ ფარმაცევტული დაწესებულებების თხოვნით ეს თარიღი ჯერ 2018 წლის 1 იანვრამდე, შემდეგ კი 2022 წლის 1 იანვრამდე გადავადდა.
ყველა ახალი ამბავი
0