თბილისში წიგნის ბაზრობა They Said Books გაიმართება

© photo: Sputnikთბილისის წიგნის ბაზრობა
თბილისის წიგნის ბაზრობა - Sputnik საქართველო, 1920, 12.05.2022
გამოწერა
ღონისძიებაზე დასწრება უფასოა, აუცილებელი პირობა წინასწარი რეგისტრაციის გავლაა
თბილისი, 12 მაისი — Sputnik. თბილისში რიგით მეექვსე წიგნის ბაზრობა They Said Books 14-15 მაისს გაიმართება, ნათქვამია ორგანიზატორების განცხადებაში.
საგაზაფხულო ბაზრობის სტუმრებს ძველი და იშვიათი წიგნების ფართო არჩევანი ელოდებათ. ღონისძიება გაიმართება ახვლედიანის ქუჩა №10-ში, 13:00-დან 20:00 საათამდე პერიოდში.
გარდა ამისა, ორგანიზატორები კიდევ ერთი ღონისძიების გამართვას გეგმავენ - 13 მაისს, 18:00 საათზე, TBC Concept-ის სივრცე პოეზიას, პროზასა და მუსიკას დაეთმობა.
ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ მწერალი, პოეტი და ფილოლოგი დიანა ანფიმიადი, რადიოწამყვანი მაკა კასრაძე და მუსიკალური ჟურნალისტი, რადიოწამყვანი რეზი ხუნცელია.
საღამოზე დასწრების მსურველებმა წინასწარი რეგისტრაცია უნდა გაიარონ conceptevents.ge-ზე.
ყველა ახალი ამბავი
0