https://sputnik-georgia.com/20220512/sumo-tocinosinma-maisis-basoze-meored-moigo-266608405.html
სუმო: ტოჩინოშინმა მაისის ბაშოზე მეორედ მოიგო
სუმო: ტოჩინოშინმა მაისის ბაშოზე მეორედ მოიგო
Sputnik საქართველო
მაისის ბაშოზე ქართველი სეკიტორის ანგარიშზე ორი გამარჯვება და სამი მარცხია. ტოჩინოშინის შემდეგი მეტოქე ჩიიოშომა იქნება.
2022-05-12T20:02+0400
2022-05-12T20:02+0400
2022-05-13T18:20+0400
ახალი ამბები
საქართველო
სპორტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/08/08/249161877_0:276:3072:2004_1920x0_80_0_0_2b788fd3d30b5a1292810ff0d84b6cd8.jpg
თბილისი, 12 მაისი – Sputnik. ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ, იგივე ტოჩინოშინმა იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში მიმდინარე მაისის ბაშოზე მეორე გამარჯვება მოიპოვა.34 წლის ქართველი სეკიტორი მაისის სუპერტურნირის მე-5 დღეს 22 წლის იაპონელ კოტოშოჰოს დაუპირისპირდა და ოშიდაშის ილეთით იმარჯვა. აღსანიშნავია, რომ ტოჩინოშინს კოტოშოჰოსთან არასდროს წაუგია, გორგაძეს კოტოშოჰო უკვე ოთხჯერ ჰყავს დამარცხებული.ქართველი სუმოისტი სუპერტურნირს დასავლეთის მე-9 მაეგაშირას წოდებით შეხვდა და იმისთვის, რომ რეიტინგში წინსვლა განაგრძოს, ბაშოზე დადებითი ბალანსი (8 მოგება) უნდა დააფიქსიროს.ტოჩინოშინს მიმდინარე ბაშოზე სამი მარცხი და ორი გამარჯვება აქვს. მისი მომდევნო მოწინააღმდეგე დასავლეთის მე-11 მაეგაშირა ჩიიოშომა იქნება, რომელსაც ნაცუ ბაშოზე ქართველი სეკიტორის იდენტური მაჩვენებელი აქვს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/08/08/249161877_170:257:2558:2048_1920x0_80_0_0_b3049d80e7e0677bef59dca694e456b2.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
სუმო ტოჩინოშინი მაისი ბაშო მოგება
სუმო ტოჩინოშინი მაისი ბაშო მოგება
სუმო: ტოჩინოშინმა მაისის ბაშოზე მეორედ მოიგო
20:02 12.05.2022 (განახლებულია: 18:20 13.05.2022) მაისის ბაშოზე ქართველი სეკიტორის ანგარიშზე ორი გამარჯვება და სამი მარცხია. ტოჩინოშინის შემდეგი მეტოქე ჩიიოშომა იქნება.
თბილისი, 12 მაისი – Sputnik. ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ, იგივე ტოჩინოშინმა იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში მიმდინარე მაისის ბაშოზე მეორე გამარჯვება მოიპოვა.
34 წლის ქართველი სეკიტორი მაისის სუპერტურნირის მე-5 დღეს 22 წლის იაპონელ კოტოშოჰოს დაუპირისპირდა და ოშიდაშის ილეთით იმარჯვა. აღსანიშნავია, რომ ტოჩინოშინს კოტოშოჰოსთან არასდროს წაუგია, გორგაძეს კოტოშოჰო უკვე ოთხჯერ ჰყავს დამარცხებული.
ქართველი სუმოისტი სუპერტურნირს დასავლეთის მე-9 მაეგაშირას წოდებით შეხვდა და იმისთვის, რომ რეიტინგში წინსვლა განაგრძოს, ბაშოზე დადებითი ბალანსი (8 მოგება) უნდა დააფიქსიროს.
ტოჩინოშინს მიმდინარე ბაშოზე სამი მარცხი და ორი გამარჯვება აქვს. მისი მომდევნო მოწინააღმდეგე დასავლეთის მე-11 მაეგაშირა ჩიიოშომა იქნება, რომელსაც ნაცუ ბაშოზე ქართველი სეკიტორის იდენტური მაჩვენებელი აქვს.