https://sputnik-georgia.com/20220512/saqartvelos-erovnuli-banki-mzadaa-gaagrzelos-monetaruli-politikis-gamkacreba-266608160.html
საქართველოს ეროვნული ბანკი მზადაა გააგრძელოს მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება
საქართველოს ეროვნული ბანკი მზადაა გააგრძელოს მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება
Sputnik საქართველო
ინფლაცია წლის განმავლობაში მიზნობრივ მაჩვენებელზე მაღლა შენარჩუნდება, მაგრამ გამკაცრებული პოლიტიკის ფონზე მას შემცირების ტენდენცია ექნება, მიაჩნია ეროვნულ ბანკს
2022-05-12T19:55+0400
2022-05-12T19:55+0400
2022-05-13T18:14+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს ეროვნული ბანკი
საქართველოს ეკონომიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/0b/251142619_0:160:3072:1888_1920x0_80_0_0_97e8b55c3ba873c8c51b3b8d6d44ce3b.jpg
თბილისი, 12 მაისი – Sputnik. საქართველოში მონეტარული პოლიტიკა გამკაცრებული დარჩება მანამ, სანამ ინფლაციურ მოლოდინებზე ზრდის მიმართულებით არსებული რისკები საკმარისად არ შერბილდება, ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის განცხადებაში.საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. რეფინანსირების განაკვეთი 11,0 პროცენტს შეადგენს. 2020 წლის აგვისტოში რეფინანსირების განაკვეთი 8% იყო, თუმცა 2021 წლის მარტიდან ზრდა დაიწყო.როგორც ეროვნულ ბანკში აღნიშნეს, მაშინ, როდესაც 2022 წელი გლობალურად ინფლაციური პროცესების დარეგულირების პერიოდად მოიაზრებოდა, უკრაინაში მიმდინარე საომარმა მოქმედებებმა ახალი რისკები გააჩინა. კერძოდ, საომარი მოქმედებების გამო რუსეთის მიმართ დაწესებულმა სანქციებმა და მიწოდების შეზღუდვებმა მსოფლიო ბაზრებზე საქონლის გარკვეული კატეგორიების ფასები მნიშვნელოვნად გაზარდა.როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, რომ არა ზემოხსენებული ახალი შოკი, ინფლაციის სწრაფი შემცირების ტრაექტორია იყო მოსალოდნელი. რეგულატორი აღნიშნავს, რომ მიმდინარე საომარი მოქმედებების ფონზე საგარეო სექტორის პერსპექტივა კვლავ გაურკვეველია, თუმცა ლარის ბოლოდროინდელმა გამყარებამ იმპორტირებული საქონლის ინფლაციის შენელებას შეუწყო ხელი.„მიმდინარე პროგნოზით, მოსალოდნელია, რომ სხვა თანაბარ პირობებში ინფლაცია წლის განმავლობაში მიზნობრივ მაჩვენებელზე მაღლა შენარჩუნდება, თუმცა წინა წლის ერთჯერადი ფაქტორების მილევის შედეგად და გამკაცრებული პოლიტიკის ფონზე მას შემცირების მიმართულება ექნება“, – ნათქვამია განცხადებაში.ეროვნული ბანკი აღნიშნავს, რომ მიუხედავად გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკისა, საკრედიტო აქტივობა წლის განმავლობაში მაღალ დონეზეა შენარჩუნებული, მათ შორის, ერთი მხრივ, სამომხმარებლო, ხოლო მეორე მხრივ - უცხოური ვალუტის სესხების ხარჯზე.ინფლაციური რისკების ზრდის ფონზე მონეტარული პოლიტიკა გამკაცრებულ ფაზაშია, რის გამოც წლის განმავლობაში ეტაპობრივად იზრდებოდა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი, ნათქვამია რეგულატორის განცხადებაში.წყარო - საქართველოს ეროვნული ბანკი
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/0b/251142619_171:0:2902:2048_1920x0_80_0_0_424a48516f4cf2be40651f5d9a9d6e87.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკა გამკაცრება
საქართველო ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკა გამკაცრება
საქართველოს ეროვნული ბანკი მზადაა გააგრძელოს მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება
19:55 12.05.2022 (განახლებულია: 18:14 13.05.2022) ინფლაცია წლის განმავლობაში მიზნობრივ მაჩვენებელზე მაღლა შენარჩუნდება, მაგრამ გამკაცრებული პოლიტიკის ფონზე მას შემცირების ტენდენცია ექნება, პროგნოზირებს ეროვნული ბანკი.
თბილისი, 12 მაისი – Sputnik. საქართველოში მონეტარული პოლიტიკა გამკაცრებული დარჩება მანამ, სანამ ინფლაციურ მოლოდინებზე ზრდის მიმართულებით არსებული რისკები საკმარისად არ შერბილდება, ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის განცხადებაში.
საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. რეფინანსირების განაკვეთი 11,0 პროცენტს შეადგენს. 2020 წლის აგვისტოში რეფინანსირების განაკვეთი 8% იყო, თუმცა 2021 წლის მარტიდან ზრდა დაიწყო.
რეფინანსირების განაკვეთი – პროცენტის ოდენობაა წლიური გაანგარიშებით, რომელსაც საკრედიტო ორგანიზაციები ეროვნულ ბანკს მათთვის გამოყოფილი კრედიტებისთვის უხდიან. რეფინანსირების განაკვეთი ეროვნული ბანკის ფულად-საკრედიტო პოლიტიკის ძირითადი ინსტრუმენტია და საფინანსო სექტორში საბაზრო განაკვეთების ორიენტირად არის მიჩნეული.
როგორც ეროვნულ ბანკში აღნიშნეს, მაშინ, როდესაც 2022 წელი გლობალურად ინფლაციური პროცესების დარეგულირების პერიოდად მოიაზრებოდა, უკრაინაში მიმდინარე საომარმა მოქმედებებმა ახალი რისკები გააჩინა. კერძოდ, საომარი მოქმედებების გამო რუსეთის მიმართ დაწესებულმა სანქციებმა და მიწოდების შეზღუდვებმა მსოფლიო ბაზრებზე საქონლის გარკვეული კატეგორიების ფასები მნიშვნელოვნად გაზარდა.
„შესაბამისად, როგორც განვითარებულ, ასევე განვითარებად ეკონომიკებში ინფლაცია მნიშვნელოვნად გაიზარდა. მსოფლიო მასშტაბით გაზრდილი ფასები საქართველოს ბაზარსაც გადმოეცა და ინფლაცია, მიუხედავად წლის დასაწყისთან შედარებით შემცირებისა, მაღალ დონეზე (12,8 პროცენტი) დარჩა“, – ნათქვამია განცხადებაში.
როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, რომ არა ზემოხსენებული ახალი შოკი, ინფლაციის სწრაფი შემცირების ტრაექტორია იყო მოსალოდნელი. რეგულატორი აღნიშნავს, რომ მიმდინარე საომარი მოქმედებების ფონზე საგარეო სექტორის პერსპექტივა კვლავ გაურკვეველია, თუმცა ლარის ბოლოდროინდელმა გამყარებამ იმპორტირებული საქონლის ინფლაციის შენელებას შეუწყო ხელი.
„მიმდინარე პროგნოზით, მოსალოდნელია, რომ სხვა თანაბარ პირობებში ინფლაცია წლის განმავლობაში მიზნობრივ მაჩვენებელზე მაღლა შენარჩუნდება, თუმცა წინა წლის ერთჯერადი ფაქტორების მილევის შედეგად და გამკაცრებული პოლიტიკის ფონზე მას შემცირების მიმართულება ექნება“, – ნათქვამია განცხადებაში.
ეროვნული ბანკი აღნიშნავს, რომ მიუხედავად გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკისა, საკრედიტო აქტივობა წლის განმავლობაში მაღალ დონეზეა შენარჩუნებული, მათ შორის, ერთი მხრივ, სამომხმარებლო, ხოლო მეორე მხრივ - უცხოური ვალუტის სესხების ხარჯზე.
ინფლაციური რისკების ზრდის ფონზე მონეტარული პოლიტიკა გამკაცრებულ ფაზაშია, რის გამოც წლის განმავლობაში ეტაპობრივად იზრდებოდა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი, ნათქვამია რეგულატორის განცხადებაში.