https://sputnik-georgia.com/20220512/saqartvelo-tajiketis-delegacias-maspinzlobs-266605389.html
საქართველო ტაჯიკეთის დელეგაციას მასპინძლობს
საქართველო ტაჯიკეთის დელეგაციას მასპინძლობს
Sputnik საქართველო
ტაჯიკეთის დელეგაციის შემადგენლობაში სხვადასხვა უწყებების წარმომადგენლები შედიან, რომლებიც გარემოს დაცვის საკითხებზე მუშაობენ. 12.05.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-05-12T18:49+0400
2022-05-12T18:49+0400
2022-05-12T18:49+0400
საქართველო
ახალი ამბები
გარემოს დაცვა და ეკოლოგია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/18/262332087_0:0:3067:1725_1920x0_80_0_0_e242a711aef0c1e295fe391c6a26452e.jpg
თბილისი, 12 მაისი — Sputnik. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის, გარემოს ეროვნული სააგენტოს და ეროვნული სატყეო სააგენტოს წარმომადგენლები ტაჯიკეთის გარემოს დაცვის თემატიკაზე მომუშავე დელეგაციის წარმომადგენლებს შეხვდნენ.ტაჯიკეთის მხრიდან შეხვედრაში მონაწილეობას იღებდნენ ტაჯიკეთის რესპუბლიკის მთავრობის გარემოს დაცვის კომიტეტის, პარლამენტის ეკოლოგიური კომისიის, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ორჰუსის ცენტრის წარმომადგენელები.შეხვედრა გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორმა, თამარ ალადაშვილმა გახსნა. საუბარი შეეხო საქართველოს გარემოსდაცვითი განათლების პოლიტიკას, სატყეო სექტორის მართვის პრინციპებს, გარემოს დაბინძურების მონიტორინგისა და ადრეული გაფრთხილების სისტემების განვითარებას.როგორც ტაჯიკეთის რესპუბლიკის მთავრობის გარემოს დაცვის კომიტეტის დაცული ტერიტორიის სააგენტოს დირექტორის მოადგილემ ნაჯმიდინ ნაზმუდინოვმა აღნიშნა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მოხსენებები გარემოსდაცვითი განათლების და ტყის მდგრადი მართვის მიმართულებით საქართველოში არსებულ ვითარებაზე ძალზე საინტერესო იყო.„ჩვენთვის სასარგებლოა საქართველოს გამოცდილების გაზიარება. მოხარული ვართ მჭიდრო თანამშრომლობისა და თქვენი პრაქტიკის გაცნობის ხელშეწყობისთვის“, - განაცხადა ნაჯმიდინ ნაზმუდინოვმა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/18/262332087_338:0:3067:2047_1920x0_80_0_0_17ea1bf5e262e9e12445d86b070835ab.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ახალი ამბები, გარემოს დაცვა და ეკოლოგია
საქართველო, ახალი ამბები, გარემოს დაცვა და ეკოლოგია
საქართველო ტაჯიკეთის დელეგაციას მასპინძლობს
ტაჯიკეთის დელეგაციის შემადგენლობაში სხვადასხვა უწყებების წარმომადგენლები შედიან, რომლებიც გარემოს დაცვის საკითხებზე მუშაობენ.
თბილისი, 12 მაისი — Sputnik. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის, გარემოს ეროვნული სააგენტოს და ეროვნული სატყეო სააგენტოს წარმომადგენლები ტაჯიკეთის გარემოს დაცვის თემატიკაზე მომუშავე დელეგაციის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
ტაჯიკეთის მხრიდან შეხვედრაში მონაწილეობას იღებდნენ ტაჯიკეთის რესპუბლიკის მთავრობის გარემოს დაცვის კომიტეტის, პარლამენტის ეკოლოგიური კომისიის, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ორჰუსის ცენტრის წარმომადგენელები.
შეხვედრა გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორმა, თამარ ალადაშვილმა გახსნა. საუბარი შეეხო საქართველოს გარემოსდაცვითი განათლების პოლიტიკას, სატყეო სექტორის მართვის პრინციპებს, გარემოს დაბინძურების მონიტორინგისა და ადრეული გაფრთხილების სისტემების განვითარებას.
„ტაჯიკეთი ამ ეტაპზე მუშაობს გარემოსდაცვითი განათლების პროგრამის შემუშავებაზე. საქართველოში ვიზიტით მყოფ კოლეგებს გავაცანით ის პროექტები და პროგრამები, რომლებიც საქართველოში გარემოსდაცვითი განათლების ხელშესაწყობად ხორციელდება; ასევე, ჩვენი გამოცდილება გავუზიარეთ გარემოსდაცვით ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის და საზოგადოების მონაწილეობის გაზრდის კუთხით”, - განაცხადა თამარ ალადაშვილმა.
როგორც ტაჯიკეთის რესპუბლიკის მთავრობის გარემოს დაცვის კომიტეტის დაცული ტერიტორიის სააგენტოს დირექტორის მოადგილემ ნაჯმიდინ ნაზმუდინოვმა აღნიშნა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მოხსენებები გარემოსდაცვითი განათლების და ტყის მდგრადი მართვის მიმართულებით საქართველოში არსებულ ვითარებაზე ძალზე საინტერესო იყო.
„ჩვენთვის სასარგებლოა საქართველოს გამოცდილების გაზიარება. მოხარული ვართ მჭიდრო თანამშრომლობისა და თქვენი პრაქტიკის გაცნობის ხელშეწყობისთვის“, - განაცხადა ნაჯმიდინ ნაზმუდინოვმა.