https://sputnik-georgia.com/20220512/sapatriarqo-ojaxis-siwmindis-drestan-dakavsirebit-gancxadebas-avrcelebs-266608592.html
საპატრიარქო ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
საპატრიარქო ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
Sputnik საქართველო
ყოველწლიურად 17 მაისს საპატრიარქო აწყობს მსვლელობას პირველი რესპუბლიკის მოედნიდან სამების საკათედრო ტაძრამდე.
2022-05-12T20:22+0400
2022-05-12T20:22+0400
2022-05-13T18:24+0400
ახალი ამბები
საქართველო
რელიგია
საქართველოს საპატრიარქო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/05/11/251746367_0:67:1280:787_1920x0_80_0_0_3066e750a787abdbb093e105084d1cd7.jpg
თბილისი, 12 მაისი – Sputnik. ოჯახის სიწმინდის დღეს, 17 მაისს თბილისში აწყურის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი შემობრძანდება, ნათქვამია საპატრიარქოს ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.განცხადებაში აღნიშნულია, რომ პარაკლისიც და ლოცვითი მსვლელობაც წელს მიძღვნილი იქნება, ერთი მხრივ, ოჯახის დღისადმი, ხოლო მეორე მხრივ - მშვიდობისადმი როგორც საქართველოში, ისე უკრაინასა და მთელ მსოფლიოში.მათივე ცნობით, სიონის მცირე ტაძრებში გამობრძანებული იქნება დიდი სიწმინდეები – წმინდა დავით გარეჯელის „მადლის ქვა“ და დიდმოწამე გიორგის წმინდა ნაწილი, და მრევლს ექნება მათთან მიახლების შესაძლებლობა.გარდა ამისა, ოჯახისა და მშვიდობის თემაზე ამავე დღეს სიონის საკათედრო ტაძრის ეზოში ბავშვების ნახატების გამოფენა მოეწყობა.გასულ წელს კორონავირუსის პანდემიის გამო ოჯახის სიწმინდის დღეს მასშტაბური მსვლელობა და სხვა მასობრივი ღონისძიებები არ გამართულა.ყოველწლიურად 17 მაისს საპატრიარქო აწყობს მსვლელობას პირველი რესპუბლიკის მოედნიდან სამების საკათედრო ტაძრამდე.ოჯახის სიწმინდის დღე საქართველოში 2013 წელს დაწესდა, როდესაც ლგბტ საზოგადოების მოწინააღმდეგეებმა ჰომოფობიის წინააღმდეგ გამართული აქცია დაარბიეს. მათი ქმედების შედეგად 2013 წლის 17 მაისს 30 ადამიანი დაშავდა. ამის შემდეგ ლგბტ საზოგადოების დამცველთა აქციები პოლიციის დაცვის გარეშე არ გამართულა. თავის მხრივ, ოჯახის სიწმინდის დღე რეგულარულად და მასშტაბურად აღინიშნება.წყარო - საქართველოს საპატრიარქო
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/05/11/251746367_71:0:1208:853_1920x0_80_0_0_827f0a026d06db564e61c5e0ea541b34.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საპატრიარქო ოჯახი სიწმინდე დღე განცხადება
საპატრიარქო ოჯახი სიწმინდე დღე განცხადება
საპატრიარქო ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
20:22 12.05.2022 (განახლებულია: 18:24 13.05.2022) ყოველწლიურად 17 მაისს საპატრიარქო აწყობს მსვლელობას პირველი რესპუბლიკის მოედნიდან სამების საკათედრო ტაძრამდე.
თბილისი, 12 მაისი – Sputnik. ოჯახის სიწმინდის დღეს, 17 მაისს თბილისში აწყურის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი შემობრძანდება, ნათქვამია საპატრიარქოს ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ პარაკლისიც და ლოცვითი მსვლელობაც წელს მიძღვნილი იქნება, ერთი მხრივ, ოჯახის დღისადმი, ხოლო მეორე მხრივ - მშვიდობისადმი როგორც საქართველოში, ისე უკრაინასა და მთელ მსოფლიოში.
„ხატი, ტრადიციისამებრ, ოფრედან (თურქეთის რესპუბლიკა) 11 მაისს წამოაბრძანეს ჩვენმა სასულიერო პირებმა და სამშაბათს, 12:30 საათზე დააბრძანებენ ქაშვეთის წმინდა გიორგის ეკლესიაში, სადაც შესრულდება პარაკლისი, შემდეგ კი მოეწყობა ლოცვითი მსვლელობა წმინდა ხატებით სიონის დედა-ეკლესიისაკენ“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
მათივე ცნობით, სიონის მცირე ტაძრებში გამობრძანებული იქნება დიდი სიწმინდეები – წმინდა დავით გარეჯელის „მადლის ქვა“ და დიდმოწამე გიორგის წმინდა ნაწილი, და მრევლს ექნება მათთან მიახლების შესაძლებლობა.
გარდა ამისა, ოჯახისა და მშვიდობის თემაზე ამავე დღეს სიონის საკათედრო ტაძრის ეზოში ბავშვების ნახატების გამოფენა მოეწყობა.
გასულ წელს კორონავირუსის პანდემიის გამო ოჯახის სიწმინდის დღეს მასშტაბური მსვლელობა და სხვა მასობრივი ღონისძიებები არ გამართულა.
ყოველწლიურად 17 მაისს საპატრიარქო აწყობს მსვლელობას პირველი რესპუბლიკის მოედნიდან სამების საკათედრო ტაძრამდე.
ოჯახის სიწმინდის დღე საქართველოში 2013 წელს დაწესდა, როდესაც ლგბტ საზოგადოების მოწინააღმდეგეებმა ჰომოფობიის წინააღმდეგ გამართული აქცია დაარბიეს. მათი ქმედების შედეგად 2013 წლის 17 მაისს 30 ადამიანი დაშავდა. ამის შემდეგ ლგბტ საზოგადოების დამცველთა აქციები პოლიციის დაცვის გარეშე არ გამართულა. თავის მხრივ, ოჯახის სიწმინდის დღე რეგულარულად და მასშტაბურად აღინიშნება.