როგორ მივცეთ ხმა საქართველოს „ევროვიზიაზე“

© courtesy of Eurovision Georgiaქართული ჯგუფი Circus Mircus
ქართული ჯგუფი Circus Mircus  - Sputnik საქართველო, 1920, 12.05.2022
გამოწერა
ქართველი კონკურსანტები ევროვიზიის სცენაზე ტურინში დღეს საღამოს გამოვლენ.
თბილისი, 12 მაისი – Sputnik. ცნობილი გახდა, თუ როგორ შეიძლება ხმის მიცემა საქართველოსთვის სიმღერის საერთაშორისო კონკურსზე „ევროვიზია–2022“, რომელიც ამ დღეებში იტალიის ქალაქ ტურინში მიმდინარეობს.
ტრადიციულად, კონკურსის წესით, ნახევარფინალში ხმის მიცემა შეუძლიათ მხოლოდ კონკრეტული ნახევარფინალისტის მონაწილე ქვეყნებს, ოღონდ არ შეუძლიათ თავიანთი ქვეყნის წარმომადგენლისთვის ხმის მიცემა.
პირდაპირი ეთერის დროს გაჩნდება ინფორმაცია, როდის შეიძლება SMS–ის გაგზავნა საქართველოსთვის მონაწილის ნომრით, რომელსაც ხმას აძლევთ.
Eurovision Georgia–ს ოფიციალურ გვერდზე სოციალურ ქსელში გამოჩნდა ინსტრუქცია, როგორ შეიძლება საქართველოსთვის ხმის მიცემა სხვა ქვეყნებიდან. ფოტოზე მითითებულია ნომრები, რომლებზეც უნდა დაირეკოს, რომ ხმა მისცეთ ჯგუფს Circus Mircus.
© Courtesy of Eurovision Georgiaსატელეფონო ნომრები საქართველოსთვის ხმის მისაცემად ევროვიზიაზე
Телефонные номера для голосования за Грузию на Евровидении - 2022 из разных стран - Sputnik საქართველო, 1920, 12.05.2022
სატელეფონო ნომრები საქართველოსთვის ხმის მისაცემად ევროვიზიაზე
საქართველო კონკურსზე 12 მაისს, მეორე ნახევარფინალის პირველ ნაწილში მეხუთე ნომრად გამოვა. ფინალი 14 მაისს გაიმართება.
ფინალში ხმის მიცემა შესაძლებელია იმავე წესით: საქართველოდან და ქართული ნომრებიდან ხმის მიცემა საქართველოსთვის არ შეიძლება, ხოლო სხვა ევროპული ნომრებიდან – კი.
იტალიამ უკვე ორჯერ უმასპინძლა „ევროვიზიის“ კონკურსს – ნეაპოლში (1965) და რომში (1991). ამჯერად კი „ევროვიზიის“ მასპინძლობის უფლება ქალაქმა ტურინმა მოიპოვა – 2021 წლის მაისში როტერდამში იტალიური ჯგუფიManeskin-ის გამარჯვების წყალობით (სიმღერა Zitti e Buoni).
წელს 66-ე საერთაშორისო კონკურსში 40 ქვეყნის კონკურსანტი მიიღებს მონაწილეობას.
ყველა ახალი ამბავი
0