https://sputnik-georgia.com/20220512/ramden-eqims-sheucherda-licenzia-266592603.html
სამედიცინო შეცდომა: 2022 წლის დასაწყისიდან რამდენ ექიმს შეუჩერდა ლიცენზია?
სამედიცინო შეცდომა: 2022 წლის დასაწყისიდან რამდენ ექიმს შეუჩერდა ლიცენზია?
Sputnik საქართველო
აზარაშვილის განცხადებით, საექთნო პროფესიის გაძლიერება და ექიმების პროფესიული განვითარების სისტემის ფორმირება ჯანდაცვის ახალი სტრატეგიის მთავარი პრიორიტეტებია. 12.05.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-05-12T10:50+0400
2022-05-12T10:50+0400
2022-05-12T10:50+0400
საქართველო
ჯანდაცვა საქართველოში
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/16/251231630_0:539:2683:2048_1920x0_80_0_0_4e3ef2cf8230275a733da708eb9317de.jpg
თბილისი, 12 მაისი — Sputnik. საქართველოს ექიმთა პროფესიულმა საბჭომ 2022 წლის დასაწყისიდან ოთხ ექიმს უვადოდ შეუჩერა პროფესიული საქმიანობა, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა.წელს, საბჭომ 121 ექიმის პროფესიული პასუხისმგებლობის საკითხი დააყენა. სხვადასხვა ვადით, სერტიფიკატის შეჩერება და დამატებითი ტრენინგის გავლა დაეკისრა 27 ექიმს, ხოლო წერილობითი გაფრთხილება მიეცა 62 ექიმს.აზარაშვილის განცხადებით, პაციენტების საჩივრებზე სწრაფი და ობიექტური რეაგირებისთვის, 2022 წელს განახლებული სახით ჩამოყალიბდა ექიმთა პროფესიული განვითარების საბჭო. კიდევ უფრო ინტენსიური გახდა მისი მუშაობის რეჟიმი, რათა დროულად მოხდეს პაციენტების ყველა საჩივრის შესწავლა.ჯანდაცვის მინისტრმა ასევე ყურადღება გაამახვილა მედპერსონალის განვითარების სტრატეგიაზე.მისი თქმით, სამედიცინო მომსახურების ხარისხის უზრუნველსაყოფად, ამ ეტაპზე მიმდინარეობს სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს სტრუქტურული რეორგანიზაცია.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/16/251231630_187:418:2360:2048_1920x0_80_0_0_fa1889660f37ac68f20a89c0387e7fef.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ჯანდაცვა საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, ჯანდაცვა საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
სამედიცინო შეცდომა: 2022 წლის დასაწყისიდან რამდენ ექიმს შეუჩერდა ლიცენზია?
აზარაშვილის განცხადებით, საექთნო პროფესიის გაძლიერება და ექიმების პროფესიული განვითარების სისტემის ფორმირება ჯანდაცვის ახალი სტრატეგიის მთავარი პრიორიტეტებია.
თბილისი, 12 მაისი — Sputnik. საქართველოს ექიმთა პროფესიულმა საბჭომ 2022 წლის დასაწყისიდან ოთხ ექიმს უვადოდ შეუჩერა პროფესიული საქმიანობა, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა.
წელს, საბჭომ 121 ექიმის პროფესიული პასუხისმგებლობის საკითხი დააყენა. სხვადასხვა ვადით, სერტიფიკატის შეჩერება და დამატებითი ტრენინგის გავლა დაეკისრა 27 ექიმს, ხოლო წერილობითი გაფრთხილება მიეცა 62 ექიმს.
აზარაშვილის განცხადებით, პაციენტების საჩივრებზე სწრაფი და ობიექტური რეაგირებისთვის, 2022 წელს განახლებული სახით ჩამოყალიბდა ექიმთა პროფესიული განვითარების საბჭო. კიდევ უფრო ინტენსიური გახდა მისი მუშაობის რეჟიმი, რათა დროულად მოხდეს პაციენტების ყველა საჩივრის შესწავლა.
ჯანდაცვის მინისტრმა ასევე ყურადღება გაამახვილა მედპერსონალის განვითარების სტრატეგიაზე.
„ბევრი სამედიცინო დისციპლინის მიმართულებით აუცილებელია ახალგაზრდა კადრის დაინტერესება და მოზიდვა, რათა ქვეყანა არ დადგეს საექიმო სპეციალობების „დაბერების“ რისკების წინაშე“, - აღნიშნა აზარაშვილმა.
მისი თქმით, სამედიცინო მომსახურების ხარისხის უზრუნველსაყოფად, ამ ეტაპზე მიმდინარეობს სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს სტრუქტურული რეორგანიზაცია.