Праздничное оформление - Sputnik საქართველო, 1920
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

ლედი გაგას მეორე „ოსკარს'' უწინასწარმეტყველებენ - მომღერალმა საუნდტრეკი გამოუშვა

© AP Photo / Invision / Evan Agostiniლედი გაგა
ლედი გაგა - Sputnik საქართველო, 1920, 12.05.2022
გამოწერა
მუსიკის კრიტიკოსები უკვე ერთხმად თანხმდებიან, რომ ლედი გაგა მომავალ წელს ,,ოსკარის” ერთ-ერთი პრეტენდენტი იქნება
ლედი გაგამ ახალი სიმღერა გამოუშვა. Hold My Hand – ასე ჰქვია სინგლს, რომელიც ფილმის Top Gun: Maverick მთავარი საუნდტრეკია.
36 წლის არტისტმა ,,საუკეთესო მსროლელის” სიქუელის მუსიკალური თემის შექმნაშიც მიიღო მონაწილეობა და ისეთ კომპოზიტორებთან ითანამშრომლა, როგორებიც: ჰეროლდ ფალტერმეიერი, ჰანს ციმერი და ლორნე ბალფე არიან.
მუსიკის კრიტიკოსები უკვე ერთხმად თანხმდებიან, რომ ლედი გაგა მომავალ წელს ,,ოსკარის” ერთ-ერთი პრეტენდენტი იქნება. ლედი გაგას უკვე აქვს ,,ოქროს კაცი” მიღებული ,,საუკეთესო ორიგინალური სიმღერისთვის”.
აღსანიშნავია, რომ 1986 წლის შემდეგ, ფილმის – Top Gun გაგრძელება ეკრანებზე 27 მაისიდან გამოჩნდება. კინოსურათში მთავარ როლს, კვლავ ტომ კრუზი შეასრულებს.
ყველა ახალი ამბავი
0