GWP: თბილისის სამ რაიონს წყალმომარაგება შეეზღუდება

© Pixabay / RonPorterონკანი საზარეულოში
ონკანი საზარეულოში - Sputnik საქართველო, 1920, 12.05.2022
გამოწერა
წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას GWP აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის.
თბილისი, 12 მაისი – Sputnik. ღრმაღელე–სამგორის წყალგამტარ გვირაბზე წყალმომარაგების სტაბილურობისთვის აუცილებელი სამუშაოების ჩატარების გამო ისნის, ნაძალადევის და ჩუღურეთის რაიონების მომხმარებლებს წყლის მიწოდება შეეზღუდებათ, ინფორმაციას კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP) ავრცელებს.
წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით დაგეგმილი სამუშაოები 13 მაისს დაიწყება და ინტენსიურ რეჟიმში შესრულდება.
„აღნიშნულთან დაკავშირებით, წყალმომარაგების მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც 13 მაისის 11:00 საათიდან 14 მაისის 11:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება ისნის, ჩუღურეთის და ნაძალადევის რაიონების მომხმარებლებს“, – ნათქვამია GWP-ს განცხადებაში.
ისნის რაიონში წყლის მიწოდება შეეზღუდება ვაზისუბნის დასახლებას და მიკრორაიონებს; მშველიძის, სულაქველიძის, დავითიანის, ლეჟავას ქუჩის I ჩიხს, კაიშაურის, კიკეთის, ნიაბის, სამრეკლოს, მესხიშვილის, ავლაბრის, მეორე შორაპნის, გუჯარეთის, მელაანის, აწყურის ქუჩებსსა და ქეთევან დედოფლის გამზირის ნაწილს. ვარკეთილის მე-4 მიკრორაიონის მე-3 კვარტალს, ნავთლუღის I დასახლებას, კობცოვის, ტატიშვილის, ხარაბაძის, უზნაძის და ბუცხრიკიძის ქუჩებს.
ნაძალადევის რაიონში - ხუდადოვის, ბენდელიანის, თამარაშვილის, სტურუას, მესხის, ურიდიას, თოდრიას, ჟღენტის, ლოტკინის მთის, სამღერეთის, ზაქარაიას, დაისის, ღრმაღელეს, ჯავის, დიდი ჯიხაიშის, კოკინაკის, ლომთათიძის, ზედაზნის, გარეჯის, ახალ მოწამეთა, იოსელიანის, მუხრანის, გლინკას, გარეჯელის, შენგელაიას, ნაგომარის, რატევანის, ბოგვის ქუჩების მცხოვრებლებს; სანზონის დასახლების ნაწილს.
ჩუღურეთის რაიონში - მარუაშვილის, სამურზაყანოს, 9 ძმის, ნორიოს, ჩეჩელაშვილის, დავითაშვილის, ბაგრატიონის, გუმათის, ასპინძის, მეუნარგიას, სარკინეთის, ჯორჯაძის და მიმდებარე ქუჩებს; ივერთუბნის დასახლებას.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტისთვის.
ყველა ახალი ამბავი
0