Праздничное оформление - Sputnik საქართველო, 1920
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„ნამდვილად არ იმსახურებდა სანდრა ამას“- რას ჰყვება გიული ალასანია სანდრა რულოვსის შესახებ?

© photo: Sputnik / Stringerგიული ალასანია
გიული ალასანია - Sputnik საქართველო, 1920, 12.05.2022
გამოწერა
გიული ალასანია სანდრა რულოვსზე დიდი სიყვარულით საუბრობს
საქართველოს ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დედამ გიული ალასანიამ ყოფილ რძალან დაკავშირებით ისაუბრა. მისი თქმით, სანდრა რულოვსმა გულით შეიყვარა ქართველები და არ იმსახურებდა, რომ მასზე ისეთი ინფორმაციები გავრცელებულიყო რაც გავრცელდა.
„როგორ წარმოგიდგენიათ სანდრა, ვედროთი რომ გამოჰქონდა ორგანოები? ვინ-ვინ და, ნამდვილად არ იმსახურებდა. ერთხელ მიშიკომ თქვა, ისე უყვარს საქართველო, მე შეიძლება უფრო წავიდე და ეს არსად ფეხს არ გაადგამსო. ბოლოს და ბოლოს, ქართველი შვილები ჰყავს. ისეთი ქართველები გაზარდა, ნეტავ, ყველა ასეთი გვყავდეს“, - განაცხადა გიული ალასანიამ „ფორმულას“ ეთერში, გადაცემაში „ბაიასთან“.
ქართულ პრესაში არაერთხელ დაწერილა, რომ სანდრა რულოვსის პირადი ბიზნესი იყო შავ ბაზარზე ადამიანების ორგანოებით ვაჭრობა, რომელსაც მიხეილ სააკაშვილი კურირებდა.
ყველა ახალი ამბავი
0