Праздничное оформление - Sputnik საქართველო, 1920
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„მოსკოვში არ მიმღერია“ - თამარ გვერდწითელი საქართველოშია

© photo: Sputnik / Sergey Pitakovმომღერალი თამარ გვერდწითელი
მომღერალი თამარ გვერდწითელი - Sputnik საქართველო, 1920, 11.05.2022
გამოწერა
რუსეთში მოღვაწე ქართველი მომღერალი თამარ გვერდწითელი 9 მაისს მოსკოვში გამარჯვების დღისადმი მიძღვნილ კონცერტში მონაწილეობას უარყოფს და აღნიშნავს, რომ წლევანდელ კონცერტში მისი ერთ-ერთი შარშანდელი კონცერტის დროს შესრულებული სიმღერა დაამონტაჟეს. ამის დასამტკიცებლად განცხადებას თანდართული აქვს 2021 წლის 22 ივნისის კონცერტზე შესრულებული სიმღერის ბმული.
თამარ გვერდწითელის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ მომღერალი საქართველოში იმყოფება, ამის დასტურად კი განცხადებას თან ფოტოებიც ახლავს.

„გავრცელდა ინფორმაცია, რომ 9 მაისს რუსეთში გამარჯვების დღისადმი მიძღვნილ კონცერტში იმღერა თამარ გვერდწითელმა, რაც არის სრული დეზინფორმაცია. სატელევიზიო ვერსია არის დამონტაჟებული და თამარის ეს გამოსვლა არის შარშანდელი 22 ივნისის კონცერტიდან ამოჭრილი და ჩასმული. საქართველოს დამსახურებული არტისტი თამარ გვერდწითელი თვეზე მეტია სამშობლოში იმყოფება. დღეს თბილისში, საკუთარ სახლში მეგობრული და შემოქმედებითი საღამო გამართა ქართველ მუსიკოსებთან, თავის ბენდის ბიჭებთან ერთად“, – წერია განცხადებაში მომღერლის გვერდზე.

ყველა ახალი ამბავი
0