https://sputnik-georgia.com/20220511/sheperxebebi-da-sasamartloebi-advokati-ivanisshilis-problemebze-266583701.html
საბანკო შეფერხებები და სასამართლოები - ადვოკატი ივანიშვილის პრობლემებზე
საბანკო შეფერხებები და სასამართლოები - ადვოკატი ივანიშვილის პრობლემებზე
Sputnik საქართველო
ეს შეუვალობა საბანკო ჯგუფს არც სამართლებრივად და არც რეპუტაციულად კარგს არაფერს უქადის, განაცხადა ადვოკატმა 11.05.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-05-11T18:36+0400
2022-05-11T18:36+0400
2022-05-11T18:36+0400
საქართველო
ბიძინა ივანიშვილი
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0a/1f/249874714_0:73:2048:1225_1920x0_80_0_0_ade634d9415a67b076863ee5a63df172.jpg
თბილისი, 11 მაისი — Sputnik. საქართველოს მმართველი პარტიის დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის შვეიცარიულ ბანკ Credit Suisse-თან სასამართლო დავა რიგ ფაქტებს საეჭვოდ დაემთხვა, ნათქვამია ბიზნესმენის ადვოკატის ვიქტორ ყიფიანის განცხადებაში.მარტშიივანიშვილმაბერმუდისკუნძულებისსასამართლოშიმოიგოსარჩელიდაახლოებით500 მლნ დოლარზე შვეიცარიული ბანკი Credit Suisse-ის წინააღმდეგ, მოგვიანებით კი უჩივლა სატრასტო ფონდ Green Vals Trust-ს, რომელიც აღნიშნულმა ბანკმა დააფუძნა.მისი თქმით, განმარტების გაკეთება განპირობებულია ოპოზიციური ტელეკომპანია „მთავარი არხის“ მიერ ინფორმაციის დამახინჯებულად გავრცელებით.„ბატონი ივანიშვილის მხრიდან ზემოაღნიშნულ საბანკო ჯგუფთან გლობალურად წარმოებულ კომპლექსურ დავას ბოლო პერიოდში რამდენიმე სხვა ფაქტი მეტად საეჭვოდ დაემთხვა. საგულისხმოა, რომ არცერთი მათგანი არც აღნიშნულ დავასთან და არც ორგანიზაცია Credit Suisse-თან არავითარ კავშირშია“, - ნათქვამია განცხადებაში..საუბარია მარტიდან აპრილის შუა რიცხვებამდე პერიოდში ლონდონიდან და ნიუ-იორკიდან ხელოვნების ნიმუშების მოწოდების შეფერხებასა და ასევე საქართველოში ივანიშვილის კუთვნილი ახალი ვერტმფრენის ჩამოყვანაზე. ვერტმფრენი თბილისში მარტის ბოლოს უნდა ყოფილიყო, თუმცა, მისი ჩამოყვანა მხოლოდ შუა აპრილში გახდა შესაძლებელი.ადვოკატის თქმით, აღნიშნული ყველა პრობლემა იურიდიული გზით მოგვარდა.„ბატონი ივანიშვილის პოზიციაა, რომ Credit Suisse-თან ყველა უთანხმოება ასევე უნდა გადაიჭრას სამართლებრივი გზით და ამ მიზნით პროგრესიც უკვე თვალშისაცემია“, - ნათქვამია განცხადებაში.ბიძინა ივანიშვილმა Credit Suisse-ის წინააღმდეგ კიდევ ერთი სარჩელი შეიტანა>>>მისი თქმით, ბერმუდის კუნძულების სასამართლოში საბანკო ჯგუფთან მიღწეული წარმატების შესახებ საზოგადოებისათვის უკვე ცნობილია. ასევე არსებობს წარმატების ყველა პირობა მიმდინარე წლის სექტემბერში სინგაპურში ჩანიშნულ პროცესთან დაკავშირებითაც.თუმცა, ბერმუდის კუნძულებსა და სინგაპურში პროცესების პარალელურად თავი იჩინა საბანკო ჯგუფის მხრიდან მისი მნიშვნელოვანი კლიენტის უფლებების ახალი ტიპის დარღვევებმა, რაც საბანკო ტრასტზე კლიენტის მიერ გადარიცხვებზე გაცემული დავალებების დროულად და ჯეროვნად შესრულებაზე უარში გამოიხატა, განაცხადა ადვოკატმა.მეტიც, დავალებების შეუსრულებლობას არავითარი დასაბუთებული ახსნა არ მოჰყვა, ხოლო ივანიშვილის წარმომადგენლების საბანკო კორესპონდენცია რამდენიმე კვირა პასუხგაუცემელი იყო. ტრასტთან მიმართებაში უთანხმოება დღემდე არ არის აღმოფხვრილი.თუ პირველ შემთხვევაში დავა წარმოებს იმ ზიანზე, რაც ივანიშვილს მიადგა შვეიცარიული ბანკის საქმიანობაში უმძიმესი სტრუქტურული დარღვევების შედეგად და იგი სწორედ რომ ამ ზიანის ანაზღაურებას მოითხოვს, საბანკო ტრასტის მხრიდან გადარიცხვები აბსოლუტურად განყენებულ აქტივებს ეხება.ისევე როგორც ხელოვნების ნიმუშებისა თუ ვერტმფრენის შემთხვევაში, ტრასტთან უთანხმოების გადაჭრა სამართლებრივ რეჟიმში იწარმოებს, შესაბამისი კანონმდებლობით დადგენილი ყველა საშუალების გამოყენებით, განაცხადა ადვოკატმა.როგორც ყიფიანმა აღნიშნა, ეს შეუვალობა საბანკო ჯგუფს არც სამართლებრივად და არც რეპუტაციულად კარგს არაფერს უქადის.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0a/1f/249874714_160:0:1889:1297_1920x0_80_0_0_59d9790a246764b8d034dcc7f6cb52b1.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ბიძინა ივანიშვილი , საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, ბიძინა ივანიშვილი , საზოგადოება, ახალი ამბები
საბანკო შეფერხებები და სასამართლოები - ადვოკატი ივანიშვილის პრობლემებზე
ეს შეუვალობა საბანკო ჯგუფს არც სამართლებრივად და არც რეპუტაციულად კარგს არაფერს უქადის, განაცხადა ადვოკატმა
თბილისი, 11 მაისი — Sputnik. საქართველოს მმართველი პარტიის დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის შვეიცარიულ ბანკ Credit Suisse-თან სასამართლო დავა რიგ ფაქტებს საეჭვოდ დაემთხვა, ნათქვამია ბიზნესმენის ადვოკატის ვიქტორ ყიფიანის განცხადებაში.
მარტშიივანიშვილმაბერმუდისკუნძულებისსასამართლოშიმოიგოსარჩელიდაახლოებით500 მლნ დოლარზე შვეიცარიული ბანკი Credit Suisse-ის წინააღმდეგ, მოგვიანებით კი უჩივლა სატრასტო ფონდ Green Vals Trust-ს, რომელიც აღნიშნულმა ბანკმა დააფუძნა.
„ჩვენ დღემდე ვერიდებოდით Credit Suisse-ის საბანკო ჯგუფთან დავაზე ქართულ მედიაში კომენტარს. ამას შეგნებულად ვაკეთებდით, ვინაიდან ნებისმიერ ასეთ კომენტარს – ჩვენგან უნებლიედ, ხოლო სხვებისგან ალბათ გამიზნულადაც კი – შესაძლოა, არასწორი და დამახინჯებული ინტერპრეტაცია მოჰყოლოდა“, - განაცხადა ყიფიანმა.
მისი თქმით, განმარტების გაკეთება განპირობებულია ოპოზიციური ტელეკომპანია „მთავარი არხის“ მიერ ინფორმაციის დამახინჯებულად გავრცელებით.
„ბატონი ივანიშვილის მხრიდან ზემოაღნიშნულ საბანკო ჯგუფთან გლობალურად წარმოებულ კომპლექსურ დავას ბოლო პერიოდში რამდენიმე სხვა ფაქტი მეტად საეჭვოდ დაემთხვა. საგულისხმოა, რომ არცერთი მათგანი არც აღნიშნულ დავასთან და არც ორგანიზაცია Credit Suisse-თან არავითარ კავშირშია“, - ნათქვამია განცხადებაში..
საუბარია მარტიდან აპრილის შუა რიცხვებამდე პერიოდში ლონდონიდან და ნიუ-იორკიდან ხელოვნების ნიმუშების მოწოდების შეფერხებასა და ასევე საქართველოში ივანიშვილის კუთვნილი ახალი ვერტმფრენის ჩამოყვანაზე. ვერტმფრენი თბილისში მარტის ბოლოს უნდა ყოფილიყო, თუმცა, მისი ჩამოყვანა მხოლოდ შუა აპრილში გახდა შესაძლებელი.
ადვოკატის თქმით, აღნიშნული ყველა პრობლემა იურიდიული გზით მოგვარდა.
„ბატონი ივანიშვილის პოზიციაა, რომ Credit Suisse-თან ყველა უთანხმოება ასევე უნდა გადაიჭრას სამართლებრივი გზით და ამ მიზნით პროგრესიც უკვე თვალშისაცემია“, - ნათქვამია განცხადებაში.
მისი თქმით, ბერმუდის კუნძულების სასამართლოში საბანკო ჯგუფთან მიღწეული წარმატების შესახებ საზოგადოებისათვის უკვე ცნობილია. ასევე არსებობს წარმატების ყველა პირობა მიმდინარე წლის სექტემბერში სინგაპურში ჩანიშნულ პროცესთან დაკავშირებითაც.
თუმცა, ბერმუდის კუნძულებსა და სინგაპურში პროცესების პარალელურად თავი იჩინა საბანკო ჯგუფის მხრიდან მისი მნიშვნელოვანი კლიენტის უფლებების ახალი ტიპის დარღვევებმა, რაც საბანკო ტრასტზე კლიენტის მიერ გადარიცხვებზე გაცემული დავალებების დროულად და ჯეროვნად შესრულებაზე უარში გამოიხატა, განაცხადა ადვოკატმა.
მეტიც, დავალებების შეუსრულებლობას არავითარი დასაბუთებული ახსნა არ მოჰყვა, ხოლო ივანიშვილის წარმომადგენლების საბანკო კორესპონდენცია რამდენიმე კვირა პასუხგაუცემელი იყო. ტრასტთან მიმართებაში უთანხმოება დღემდე არ არის აღმოფხვრილი.
„სწორედ რომ ტრასტის მხრიდან ასეთმა დამოკიდებულებამ განაპირობა ივანიშვილის Credit Suisse-ის ტრასტის წინააღმდეგ მორიგი, ამჯერად გერნსის იურისდიქციაში, სარჩელის შეტანა. აქვე განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ Credit Suisse-ის საბანკო ჯგუფის წინააღმდეგ აქამდე წარმოებულ სასამართლო პროცესებსა და საბანკო ტრასტის მიერ ხსენებულ გადარიცხვებზე შექმნილ შეფერხებებს შორისარანაირი კავშირი არ არის“, - აღნიშნა ყიფიანმა.
თუ პირველ შემთხვევაში დავა წარმოებს იმ ზიანზე, რაც ივანიშვილს მიადგა შვეიცარიული ბანკის საქმიანობაში უმძიმესი სტრუქტურული დარღვევების შედეგად და იგი სწორედ რომ ამ ზიანის ანაზღაურებას მოითხოვს, საბანკო ტრასტის მხრიდან გადარიცხვები აბსოლუტურად განყენებულ აქტივებს ეხება.
ისევე როგორც ხელოვნების ნიმუშებისა თუ ვერტმფრენის შემთხვევაში, ტრასტთან უთანხმოების გადაჭრა სამართლებრივ რეჟიმში იწარმოებს, შესაბამისი კანონმდებლობით დადგენილი ყველა საშუალების გამოყენებით, განაცხადა ადვოკატმა.
როგორც ყიფიანმა აღნიშნა, ეს შეუვალობა საბანკო ჯგუფს არც სამართლებრივად და არც რეპუტაციულად კარგს არაფერს უქადის.