სასამართლომ მეუღლის მკვლელობაში ბრალდებულს 15 წლით პატიმრობა შეუფარდა

© photo: Sputnik / Andrey Starostin / გადასვლა მედიაბანკშიმართლმსაჯულება
მართლმსაჯულება - Sputnik საქართველო, 1920, 11.05.2022
გამოწერა
მეუღლის მკვლელობის შემდეგ დანაშაულის დაფარვის მიზნით ბრალდებულმა გაზის მილი ჩახსნა და ბუნებრივი აირით გარდაცვალების იმიტაცია შექმნა.
თბილისი, 11 მაისი - Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ მეუღლის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულ პირს 15 წლით პატიმრობა შეუფარდა, ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
სასამართლოზე ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2021 წლის 5 ნოემბერს თბილისში ბრალდებულმა საკუთარ მეუღლეს თავის არეში დაზიანებები მიაყენა, რის შედეგადაც ქალი ადგილზე გარდაიცვალა.
ჩადენილი დანაშაულის დაფარვის მიზნით, მამაკაცმა დანაშაულის ადგილი დაასუფთავა, გაზის მილი ჩახსნა და დაზარალებულის ბუნებრივი აირით გარდაცვალების იმიტაცია შექმნა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო სსკ-ის 11 პრიმა 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობას ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ.
ყველა ახალი ამბავი
0