https://sputnik-georgia.com/20220511/saqartvelosi-ojaxis-eqimebisa-da-eqtnebis-xelfasebis-zrda-igegmeba-266587223.html
საქართველოში ოჯახის ექიმებისა და ექთნების ხელფასების გაზრდა იგეგმება
საქართველოში ოჯახის ექიმებისა და ექთნების ხელფასების გაზრდა იგეგმება
Sputnik საქართველო
მედიკოსების ანაზღაურება ეტაპობრივად გაიზრდება
2022-05-11T21:06+0400
2022-05-11T21:06+0400
2022-05-11T21:06+0400
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
ჯანდაცვა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/05/251083445_0:182:2994:1866_1920x0_80_0_0_d607b2cc142865c4beb10773e19f85b5.jpg
თბილისი, 11 მაისი - Sputnik. საქართველოში დაიწყო პირველადი ჯანდაცვის რეფორმა, რომლის ფარგლებში დაგეგმილია ოჯახის ექიმებისა და ექთნების შრომითი ანაზღაურების ეტაპობრივი გაზრდა. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა „მინისტრის საათის“ ფორმატში პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.ამასთან, მინისტრს არ დაუზუსტებია ანაზღაურების გაზრდის ვადები და ოდენობა.„მინისტრის საათის“ ფარგლებში სიტყვით გამოსვლისას აზარაშვილმა შესრულებული სამუშაოს ანგარიში წარმოადგინა. მისი თქმით, 200-მდე სოფლის ამბულატორიას განახლებული სამედიცინო აღჭურვილობა გადაეცა.მინისტრმა საყოველთაო ჯანდაცვის სისტემაზეც ისაუბრა, რომელიც დღესდღეობით მოსახლეობის 94,7%-ზე ვრცელდება. რაც შეეხება სამედიცინო მომსახურებაზე მოქალაქეთა მიერ გაწეულ ხარჯს, აზარაშვილის თქმით, 2012 წელთან შედარებით 2021 წელს ის 73,4%-დან 43,5%-მდე შემცირდა.მინისტრმა აღნიშნა, რომ ხელისუფლება მუშაობს პაციენტების კლასიფიკაციის სისტემის - DRG მოდელის დანერგვაზე.DRG სისტემა, როგორც პაციენტების კლასიფიცირების სქემა, შეიქმნა 30 წლის წინ აშშ-ში მკურნალობის ხარისხის სტანდარტების უზრუნველსაყოფად. ყველა DRG სისტემა, რომელიც ამჟამად გამოიყენება, ამ საბაზო მოდელს ეფუძნება. აღნიშნული მოდელი გამოიყენება გერმანიაში, ავსტრალიასა და სხვა ქვეყნებში.მოდელის პრინციპი მოიცავს დაავადების ყველა რეგისტრირებული შემთხვევის ისეთ ჯგუფებში გადანაწილებას, რომლებიც სტაციონარში პაციენტის ყოფნის პერიოდში მსგავსი რესურსების გამოყენებას საჭიროებს. საუბარია დიაგნოსტიკურ, თერაპიულ და ტექნიკურ ფაქტორებზე.შესაბამისად, ასეთი ჯგუფები ერთგვაროვანია მკურნალობის ღირებულების თვალსაზრისით. ყოველ პაციენტს ენიჭება ერთ-ერთი DRG. ეს სტაციონარში პაციენტის ფიქსირებულ ფასად მკურნალობის შესაძლებლობას იძლევა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/05/251083445_133:0:2862:2047_1920x0_80_0_0_826724e5d89f95828a02b91970ace233.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო ოჯახი ექიმები ექთნები ხელფასების გაზრდა
საქართველო ოჯახი ექიმები ექთნები ხელფასების გაზრდა
საქართველოში ოჯახის ექიმებისა და ექთნების ხელფასების გაზრდა იგეგმება
მედიკოსების ანაზღაურება ეტაპობრივად გაიზრდება
თბილისი, 11 მაისი - Sputnik. საქართველოში დაიწყო პირველადი ჯანდაცვის რეფორმა, რომლის ფარგლებში დაგეგმილია ოჯახის ექიმებისა და ექთნების შრომითი ანაზღაურების ეტაპობრივი გაზრდა. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა „მინისტრის საათის“ ფორმატში პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ამასთან, მინისტრს არ დაუზუსტებია ანაზღაურების გაზრდის ვადები და ოდენობა.
„მინისტრის საათის“ ფარგლებში სიტყვით გამოსვლისას აზარაშვილმა შესრულებული სამუშაოს ანგარიში წარმოადგინა. მისი თქმით, 200-მდე სოფლის ამბულატორიას განახლებული სამედიცინო აღჭურვილობა გადაეცა.
მინისტრმა საყოველთაო ჯანდაცვის სისტემაზეც ისაუბრა, რომელიც დღესდღეობით მოსახლეობის 94,7%-ზე ვრცელდება. რაც შეეხება სამედიცინო მომსახურებაზე მოქალაქეთა მიერ გაწეულ ხარჯს, აზარაშვილის თქმით, 2012 წელთან შედარებით 2021 წელს ის 73,4%-დან 43,5%-მდე შემცირდა.
მინისტრმა აღნიშნა, რომ ხელისუფლება მუშაობს პაციენტების კლასიფიკაციის სისტემის - DRG მოდელის დანერგვაზე.
DRG სისტემა, როგორც პაციენტების კლასიფიცირების სქემა, შეიქმნა 30 წლის წინ აშშ-ში მკურნალობის ხარისხის სტანდარტების უზრუნველსაყოფად. ყველა DRG სისტემა, რომელიც ამჟამად გამოიყენება, ამ საბაზო მოდელს ეფუძნება. აღნიშნული მოდელი გამოიყენება გერმანიაში, ავსტრალიასა და სხვა ქვეყნებში.
მოდელის პრინციპი მოიცავს დაავადების ყველა რეგისტრირებული შემთხვევის ისეთ ჯგუფებში გადანაწილებას, რომლებიც სტაციონარში პაციენტის ყოფნის პერიოდში მსგავსი რესურსების გამოყენებას საჭიროებს. საუბარია დიაგნოსტიკურ, თერაპიულ და ტექნიკურ ფაქტორებზე.
შესაბამისად, ასეთი ჯგუფები ერთგვაროვანია მკურნალობის ღირებულების თვალსაზრისით. ყოველ პაციენტს ენიჭება ერთ-ერთი DRG. ეს სტაციონარში პაციენტის ფიქსირებულ ფასად მკურნალობის შესაძლებლობას იძლევა.