საქართველო არაბთა საამიროებიდან და საუდის არაბეთიდან უფრო მეტ ტურისტს ელოდება

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliტურისტები ახლო აღმოსავლეთიდან
ტურისტები ახლო აღმოსავლეთიდან - Sputnik საქართველო, 1920, 11.05.2022
გამოწერა
არაბთა გაერთიანებულ საამიროებში აჭარის და ზოგადად საქართველოს მიმართ დიდი ინტერესია, რასაც ვიზიტორების მზარდი რაოდენობა მოწმობს.
თბილისი, 11 მაისი – Sputnik. Air Arabia და Fly Dubai ზაფხულის ტურისტულ სეზონზე არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან ბათუმის მიმართულებით პირდაპირი რეისების დაწყებას გეგმავენ, იუწყება აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი.
აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ხელმძღვანელობა აჭარის პოპულარიზაციის მიზნით არაბთა გაერთიანებულ საამიროებში მართავს საქმიან შეხვედრებს წამყვანი ტურისტული სააგენტოების, მედიასაშუალებების, სარეკლამო კომპანიების, ავიაკომპანიებისა და ტურიზმის სამსახურების წარმომადგენლებთან.

უწყების ინფორმაციით, მათ შორის განსაკუთებით მნიშვნელოვანი შეხვედრები მიმდინარეობს ავიაკომპანიების Air Arabia-სა და Fly Dubai-ს წარმომადგენლებთან, რომლებმაც საუბრისას აღნიშნეს, რომ ზაფხულის ტურისტულ სეზონზე ემირატებიდან ბათუმის მიმართულებით პირდაპირი ფრენები დაიწყება.

საქმიანი შეხვედრები დუბაის საერთაშორისო ტურისტული გამოფენა Arabian Travel Market-ის (ATM) ფარგლებში მიმდინარეობს, სადაც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან და ტურისტულ სააგენტოებთან ერთად მონაწილეობს.
დეპარტამენტის ინფორმაციით, აჭარისა და, ზოგადად, საქართველოს მიმართ მაღალია ინტერესი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, რაზეც სტენდთან ვიზიტორთა და საქართველოში ტურისტების ჩამოყვანით დაინტერესებული ტურისტული კომპანიების მზარდი რაოდენობა მეტყველებს.
გარდა ამისა, ამ ზაფხულს საქართველო ელოდება ბევრ ტურისტს საუდის არაბეთიდან.
„მოლოდინი გაქვს, რომ ამ ქვეყნიდან იქნება უპრეცედენტოდ მაღალი ტურისტული ნაკადი წლევანდელ ზაფხულის ტურისტულ სეზონზე, რაც განპირობებულია იმით, რომ ჩვენ წარმატებით დავასრულეთ მოლაპარაკებები ავიაკომპანიებთან, რომლებიც ოპერირებენ, ან ოპერირებას დაიწყებენ საქართველოში“, – აღნიშნა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ მარიამ ქვრივიშვილმა საუდის არაბეთის სამეფოს ელჩის მოვალეობის შემსრულებელთან ამერ ომარ ამერთან შეხვედრის შემდეგ.
მხარეებმა მომავალი ტურისტული სეზონის დადგომამდე მიმდინარე საკითხები განიხილეს.
„ჯამში ზაფხულის სეზონზე საუდის არაბეთიდან ველოდებით კვირაში 54 ავიარეისს თბილისისა და ბათუმის მიმართულებით", – განაცხადა ქვრივიშვილმა.
მისი თქმით, საქართველო ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო და სტუმართმოყვარე ქვეყანაა ტურისტებისთვის, რაც წლიდან წლამდე ვიზიტორების ზრდას განაპირობებს. ამასთან, ქვრივიშვილმა აღნიშნა, რომ საუდის არაბეთი საქართველოსთვის წარმოადგენს სტრატეგიულად მნიშვნელოვან მიზნობრივ ქვეყანას, რომლის მოქალაქეები მაღალი მხარჯველუნარიანობის მქონე ტურისტებად ითვლებიან.
ყველა ახალი ამბავი
0