რატომ იზღუდება ქომაგთა რაოდენობა „საბურთალოსა“ და ბათუმის „დინამოს“ მატჩზე

© Sputnik / Alexander Imedashvili„საბურთალოს“ გულშემატკივარი
„საბურთალოს“ გულშემატკივარი - Sputnik საქართველო, 1920, 11.05.2022
გამოწერა
შეხვედრას შეზღუდული რაოდენობის ქომაგები და აკრედიტებული ჟურნალისტები დაესწრებიან.
თბილისი, 11 მაისი – Sputnik. კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-13 ტურის მატჩს, რომელიც „საბურთალოსა“ და ბათუმის „დინამოს“ შორის გაიმართება, გულშემატკივართა შეზღუდული რაოდენობა დაესწრება, იუწყება საფეხბურთო კლუბ „საბურთალოს“ ადმინისტრაცია.
როგორც კლუბის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში წერია, გადაწყვეტილების მიზეზი ბოლო დროს ეროვნული ჩემპიონატის მატჩების დროს მოედანზე მაყურებლის შეჭრის ფაქტებია. „საბურთალოსა“ და ბათუმის „დინამოს“ შეხვედრას ასევე დასწრებიან აკრედიტებული ჟურნალისტები.

„იქიდან გამომდინარე, რომ ბოლო დროს ეროვნულ ლიგაში რამდენიმე არასასიამოვნო ფაქტი დაფიქსირდა, მატჩის უსაფრთხოდ ჩატარების მიზნით, შეხვედრაზე დაიშვებიან მხოლოდ აკრედიტებული ჟურნალისტები და მცირე რაოდენობის „საბურთალოსა” და ბათუმის „დინამოს“ ქომაგები, რომლებიც ისარგებლებენ სპეციალურად დამზადებული მოსაწვევებით“, – აღნიშნულია განცხადებაში.

კლუბის ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ მედიის წარმომადგენლებმა აკრედიტაციისთვის მოთხოვნა 12 მაისის 12:00 საათამდე უნდა გაგზავნონ ელექტრონულ მისამართზე - media@fcsaburtalo.ge.
გამომდინარე იქიდან, რომ მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის რეკონსტრუქცია დაიწყო, „საბურთალო“ საშინაო შეხვედრებს რუსთავში, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკურ ცენტრში ჩაატარებს. აღნიშნულ მოედანზე „საბურთალოსა“ და ბათუმის „დინამოს“ შეხვედრა 17:00 საათზე დაიწყება.
ბოლოს მოედანზე მაყურებელთა შეჭრის ფაქტი 3 მაისს თბილისის „დინამოსა“ და ბათუმის „დინამოს“ შორის გამართულ მატჩზე დაფიქსირდა. მატჩის დასრულების შემდეგ მოედანზე გულშემატკივრები ბათუმელთა შემტევ ხვიჩა კვარაცხელიასთან შეხვედრის მიზნით შევარდნენ. აღნიშნულ ფაქტს წინ უძღოდა ქუთაისის „ტორპედოსა“ და თბილისის „დინამოს“ შეხვედრა, სადაც თამაში ბოლო წუთებზე ხელჩართული ჩხუბის გამო შეწყდა.
ყველა ახალი ამბავი
0