რატომ დააგვიანა შვეიცარიულმა ბანკმა ივანიშვილის თანხების გადმორიცხვა?

© courtesy of Georgian Dreamბიძინა ივანიშვილი
ბიძინა ივანიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 11.05.2022
გამოწერა
თბილისი, 11 მაისი — Sputnik. ოპოზიციის მცდელობა შვეიცარიული ბანკიდან ბიძინა ივანიშვილისთვის თანხების გადმორიცხვის შეფერხება დაუკავშირონ სანქციებს, პარლამენტის ვიცე-სპიკერ არჩილ თალაკვაძისთვის მიუღებელია.
თალაკვაძემ ასეთი კომენტარი გააკეთა შვეიცარიული ბანკ Credit Suisse-იდან ივანიშვილისთვის თანხის გადმორიცხვის დაგვიანების საკითხთან დაკავშირებით. მისი თქმით, აშშ ქვეყნის ნომერ პირველი პარტნიორია, ანტიდასავლური რიტორიკით კი ოპოზიცია გამოირჩევა.
„რაც შეეხება ოპოზიციისა და მასთან დაკავშირებული ჯგუფების მცდელობას, რომ ეს საკითხი რაღაცნაირად გადათარგმნონ, სანქციების საკითხს მიაბან და დაუკავშირონ აშშ-ს ჩემთვის ეს მიუღებელი და დაუჯერებელია. ამერიკა არის საქართველოს ნომერ პირველი სტრატეგიული პარტნიორი და „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან ეს სპეკულაციები ახალი არ არის. ისინი არაერთხელ დაესხნენ თავს აშშ-ის წარმომადგენლებს, ელჩს, ევროკავშირის ელჩებს“, - განაცხადა თალაკვაძემ.
როგორც „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა განაცხადა, ივანიშვილს აღნიშნულ ბანკთან სასამართლო დავა ჰქონდა, რომელიც საერთაშორისო სასამართლოში მოიგო. სასამართლომ დაადგინა, რომ ბანკმა მისი უფლებები დაარღვია. რაც შეეხება ტრანზაქციის შეფერხებას, თალაკვაძემ იმედი გამოთქვა, რომ უახლოეს მომავალში მიზეზი ცნობილი გახდება.
„ივანიშვილმა პოლიტიკა დატოვა, ის არის ფილანტროპი, თავისუფალი ადამიანი, საქართველოს მოქალაქე. ბუნებრივია, მასთან დაკავშირებულ საკითხებს ჩვენ, საქართველოს მთავრობა, განსაკუთრებულ ყურადღებას მივაქცევთ, რადგანაც იგი არის საქართველოს მოქალაქე და ქვეყნის წინაშე ბევრი და მნიშვნელოვანი დამსახურება აქვს. დარწმუნებული ვარ, გაირკვევა ყველა დეტალი, რომელიც ტრანზაქციებს უკავშირდება“, - განაცხადა თალაკვაძემ.
აღნიშნულ საკითხს გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეც. მისი თქმით, როდესაც შვეიცარიული ბანკი ერთი თვის მანძილზე თანხების გადარიცხვებს აფერხებს, ეს კითხვებს ბადებს.
კობახიძემ არ გამორიცხა, რომ შვეიცარიული ბანკის გადაწყვეტილება შეიძლება იყოს „კოორდინაციის შედეგი“. კითხვაზე, თუ ვისგან ხედავს იგი კოორდინაციას, კობახიძემ განაცხადა, რომ პოლიტიკური პასუხისმგებლობიდან გამომდინარე არ აპირებს „დეტალებში ჩაღრმავებას“. მისი თქმით, თუ ვინმეს სურს ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება და ქვეყნის ომში ჩათრევა, მაშინ „ვიღაც-ვიღაცები“ მას ცუდად იცნობენ.
ყველა ახალი ამბავი
0