https://sputnik-georgia.com/20220511/rame-mweralta-saxlsi-tbilisi-muzeumebis-saertasoriso-kvireuls-uertdeba-266585512.html
ღამე მწერალთა სახლში: თბილისი მუზეუმების საერთაშორისო კვირეულს უერთდება
ღამე მწერალთა სახლში: თბილისი მუზეუმების საერთაშორისო კვირეულს უერთდება
Sputnik საქართველო
მაისში საქართველოში, როგორც მთელს მსოფლიოში, ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო კულტურული ღონისძიება - მუზეუმების კვირეული იმართება
2022-05-11T20:12+0400
2022-05-11T20:12+0400
2022-05-11T20:14+0400
ახალი ამბები
საქართველო
კულტურა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24264/09/242640942_118:235:1948:1264_1920x0_80_0_0_167da283e1b7a59c7fc371709373fb47.jpg
თბილისი, 11 მაისი- Sputnik. 16-20 მაისს მწერალთა სახლი მუზეუმის საერთაშორისო კვირეულს უმასპინძლებს, ნათქვამია ორგანიზატორების განცხადებაში.თბილისი კვლავ შეუერთდება მუზეუმების საერთაშორისო კვირეულს, რომლის ფარგლებში დამთვალიერებლები დაათვალიერებენ ქართველი მეწარმისა და მეცენატის, დავით სარაჯიშვილის და სხვა მწერლების გამოფენას.ამავდროულად, კვირეულის ფარგლებში, წარმოდგენილი იქნება დავითისა და ეკატერინეს საცხოვრებელ სახლში არსებული დამატებითი ექსპონატები, რომლებიც სამუზეუმო სივრცეში არ არის გამოფენილი. ისტორიით დაინტერესებული სტუმრები არ მოიწყენენ, რადგან მწერალთა სახლი წარმოადგენს გამოფენების, ღონისძიებებისა და საგანმანათლებლო პროგრამების ფართო სპექტრს.ღონისძიებათა პროგრამა:16 მაისი21:00 - ღამე მწერალთა სახლში18 მაისი18:00 – Artist Talk - ნამუშევრების წარდგენა და შეხვედრა დავით მაჭავარიანთან;20:00 საათი - ოთარ ჯანელიძის ლექცია: „დავით სარაჯიშვილი“19 მაისი21:00 საათი - ღამე მუზეუმში - რეპრესირებული მწერლების ექსპოზიციის გაცნობა - ირაკლი ხვადაგიანის ტური20 მაისი18:00 - „არტისტული ყვავილები“ - გიორგი გაგოშიძის გამოფენის გახსნა;20:00 - რეპრესირებული მწერლების პოეზიის საღამო. მონაწილეები: ნინო თარხან-მოურავი და ირაკლი გოგოლაძე18 მაისს მთელს მსოფლიოში მუზეუმების საერთაშორისო დღეს აღნიშნავენ. სხვა ქვეყნების მსგავსად, საქართველოში ამ დღეს ყველა მუზეუმის დათვალიერება უფასოა, ისინი გვიან ღამემდე იმუშავებენ.გარდა ამისა, მუზეუმების დღე გადაიზარდა მუზეუმების კვირეულში, რომელიც ტრადიციულად უმზადებს სტუმრებს მრავალფეროვან კულტურულ-გასართობ ღონისძიებებს, მასტერ-კლასებს, ლექციებსა და სემინარებს. მუზეუმის საერთაშორისო კვირეულის განმავლობაში მუზეუმებში შესვლა უფასოა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24264/09/242640942_347:187:1785:1266_1920x0_80_0_0_57e24ba29777aeb969c0283c7c9641ae.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ღამე მწერალთა სახლი თბილისი მუზეუმები საერთაშორისო კვირეული
ღამე მწერალთა სახლი თბილისი მუზეუმები საერთაშორისო კვირეული
ღამე მწერალთა სახლში: თბილისი მუზეუმების საერთაშორისო კვირეულს უერთდება
20:12 11.05.2022 (განახლებულია: 20:14 11.05.2022) მაისში საქართველოში, როგორც მთელს მსოფლიოში, ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო კულტურული ღონისძიება - მუზეუმების კვირეული იმართება
თბილისი, 11 მაისი- Sputnik. 16-20 მაისს მწერალთა სახლი მუზეუმის საერთაშორისო კვირეულს უმასპინძლებს, ნათქვამია ორგანიზატორების განცხადებაში.
თბილისი კვლავ შეუერთდება მუზეუმების საერთაშორისო კვირეულს, რომლის ფარგლებში დამთვალიერებლები დაათვალიერებენ ქართველი მეწარმისა და მეცენატის, დავით სარაჯიშვილის და სხვა მწერლების გამოფენას.
ამავდროულად, კვირეულის ფარგლებში, წარმოდგენილი იქნება დავითისა და ეკატერინეს საცხოვრებელ სახლში არსებული დამატებითი ექსპონატები, რომლებიც სამუზეუმო სივრცეში არ არის გამოფენილი. ისტორიით დაინტერესებული სტუმრები არ მოიწყენენ, რადგან მწერალთა სახლი წარმოადგენს გამოფენების, ღონისძიებებისა და საგანმანათლებლო პროგრამების ფართო სპექტრს.
21:00 - ღამე მწერალთა სახლში
18:00 – Artist Talk - ნამუშევრების წარდგენა და შეხვედრა დავით მაჭავარიანთან;
20:00 საათი - ოთარ ჯანელიძის ლექცია: „დავით სარაჯიშვილი“
21:00 საათი - ღამე მუზეუმში - რეპრესირებული მწერლების ექსპოზიციის გაცნობა - ირაკლი ხვადაგიანის ტური
18:00 - „არტისტული ყვავილები“ - გიორგი გაგოშიძის გამოფენის გახსნა;
20:00 - რეპრესირებული მწერლების პოეზიის საღამო. მონაწილეები: ნინო თარხან-მოურავი და ირაკლი გოგოლაძე
18 მაისს მთელს მსოფლიოში მუზეუმების საერთაშორისო დღეს აღნიშნავენ. სხვა ქვეყნების მსგავსად, საქართველოში ამ დღეს ყველა მუზეუმის დათვალიერება უფასოა, ისინი გვიან ღამემდე იმუშავებენ.
გარდა ამისა, მუზეუმების დღე გადაიზარდა მუზეუმების კვირეულში, რომელიც ტრადიციულად უმზადებს სტუმრებს მრავალფეროვან კულტურულ-გასართობ ღონისძიებებს, მასტერ-კლასებს, ლექციებსა და სემინარებს. მუზეუმის საერთაშორისო კვირეულის განმავლობაში მუზეუმებში შესვლა უფასოა.