https://sputnik-georgia.com/20220511/qartveli-fermerebis-agrobaratebze-agroqulebis-daricxva-ukve-daiwyo-266584738.html
ქართველი ფერმერების აგრობარათებზე აგროქულების დარიცხვა უკვე დაიწყო
ქართველი ფერმერების აგრობარათებზე აგროქულების დარიცხვა უკვე დაიწყო
Sputnik საქართველო
ფერმერებს დარიცხული ქულებით სპეციალიზებულ მაღაზიებში სასოფლო-სამეურნეო საქონლის შეძენა შეუძლიათ.
2022-05-11T19:53+0400
2022-05-11T19:53+0400
2022-05-11T19:53+0400
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
სოციალური სფერო საქართველოში
საქართველოს სოფლის მეურნეობა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/08/0e/249207782_0:107:2048:1259_1920x0_80_0_0_f3f1e5b7aae019f5ef1a2287148dfe4e.jpg
თბილისი, 11 მაისი - Sputnik. სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, აგროქულები 40 ათასამდე ფერმერს უკვე დაერიცხა, პროგრამით ჯამში 300 ათასზე მეტი მცირემიწიანი ფერმერი ისარგებლებს. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.აგრობარათებზე დარიცხული ქულების გამოყენების ბოლო ვადაა 2022 წლის 30 ნოემბერი.პროგრამის ფარგლებში სუბსიდიას მიიღებენ 0,25-დან 1,25 ჰექტრამდე ჩათვლით მიწის მესაკუთრეები/თანამესაკუთრეები, 1 ჰექტარზე 300 ლარის (აგრობარათზე დარიცხული 300 ქულის) გაანგარიშებით.უწყების ინფორმაციით, „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მესაკუთრეთა ხელშეწყობის“ სახელმწიფო პროგრამის ბენეფიციარებისთვის „ლიბერთი ბანკის “ აგრობარათებზე თანხის დარიცხვა ეტაპობრივად განხორციელდება.ქულების გამოყენება შესაძლებელია სპეციალიზებულ მაღაზიებში სასოფლო-სამეურნეო საქონლის შესაძენად. ესაა ჰერბიციდები, პესტიციდები, სათესლე მასალები, სასოფლო სამეურნეო იარაღები და სხვ.ამ ეტაპზე აგროქულების განაღდება საქართველოს მასშტაბით 180-ზე მეტ სპეციალიზებულ მაღაზიაშია შესაძლებელი. პროგრამის ბენეფიციარ ფერმერებს ეტაპობრივად 500-ზე მეტი სავაჭრო ობიექტი მოემსახურება.აღნიშნული სუბსიდიით სარგებლობისთვის, მესაკუთრეები 2022 წლის 30 ივნისამდე ვალდებული არიან მიწის პირველადი რეგისტრაციის პროგრამის ფარგლებში იგი დაარეგისტრირონ. გარდა ამისა, სუბსიდიის მიღების მსურველები ვალდებული არიან რეგისტრაცია გაიარონ „ფერმათა/ფერმერთა რეგისტრაციის პროექტის“ ფარგლებში წარმოებულ რეესტრში.პროექტის ბიუჯეტი 35 მლნ ლარს შეადგენს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/08/0e/249207782_114:0:1934:1365_1920x0_80_0_0_382bc0fb7bdf6c71dbf630341210b8c7.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ქართველი ფერმერები აგრობარათები აგროქულები დარიცხვა
ქართველი ფერმერები აგრობარათები აგროქულები დარიცხვა
ქართველი ფერმერების აგრობარათებზე აგროქულების დარიცხვა უკვე დაიწყო
ფერმერებს დარიცხული ქულებით სპეციალიზებულ მაღაზიებში სასოფლო-სამეურნეო საქონლის შეძენა შეუძლიათ.
თბილისი, 11 მაისი - Sputnik. სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, აგროქულები 40 ათასამდე ფერმერს უკვე დაერიცხა, პროგრამით ჯამში 300 ათასზე მეტი მცირემიწიანი ფერმერი ისარგებლებს. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
აგრობარათებზე დარიცხული ქულების გამოყენების ბოლო ვადაა 2022 წლის 30 ნოემბერი.
პროგრამის ფარგლებში სუბსიდიას მიიღებენ 0,25-დან 1,25 ჰექტრამდე ჩათვლით მიწის მესაკუთრეები/თანამესაკუთრეები, 1 ჰექტარზე 300 ლარის (აგრობარათზე დარიცხული 300 ქულის) გაანგარიშებით.
უწყების ინფორმაციით, „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მესაკუთრეთა ხელშეწყობის“ სახელმწიფო პროგრამის ბენეფიციარებისთვის „ლიბერთი ბანკის “ აგრობარათებზე თანხის დარიცხვა ეტაპობრივად განხორციელდება.
„აღნიშნულიდან გამომდინარე, აუცილებელია, ბარათის გასააქტიურებლად ან ახალი ბარათის ასაღებად, ბანკში ვიზიტამდე, „ლიბერთი ბანკის“ ვებგვერდზე myliberty.ge გადაამოწმოთ ინფორმაცია თქვენს ბარათზე ქულების დარიცხვის შესახებ და მხოლოდ ამის შემდეგ ეწვიოთ „ლიბერთი ბანკის“ თქვენთვის მოსახერხებელ ფილიალს“, - აღნიშნულია განცხადებაში.
ქულების გამოყენება შესაძლებელია სპეციალიზებულ მაღაზიებში სასოფლო-სამეურნეო საქონლის შესაძენად. ესაა ჰერბიციდები, პესტიციდები, სათესლე მასალები, სასოფლო სამეურნეო იარაღები და სხვ.
ამ ეტაპზე აგროქულების განაღდება საქართველოს მასშტაბით 180-ზე მეტ სპეციალიზებულ მაღაზიაშია შესაძლებელი. პროგრამის ბენეფიციარ ფერმერებს ეტაპობრივად 500-ზე მეტი სავაჭრო ობიექტი მოემსახურება.
აღნიშნული სუბსიდიით სარგებლობისთვის, მესაკუთრეები 2022 წლის 30 ივნისამდე ვალდებული არიან მიწის პირველადი რეგისტრაციის პროგრამის ფარგლებში იგი დაარეგისტრირონ. გარდა ამისა, სუბსიდიის მიღების მსურველები ვალდებული არიან რეგისტრაცია გაიარონ „ფერმათა/ფერმერთა რეგისტრაციის პროექტის“ ფარგლებში წარმოებულ რეესტრში.
პროექტის ბიუჯეტი 35 მლნ ლარს შეადგენს.