პაულა მორელენბაუმი და ივან ლინსი თბილისში კონცერტებს გამართავენ

© courtesy of Djansug Kakhidze Tbilisi center for Music and Cultureჯანსუღ კახიძის სახელობის მუსიკალური ცენტრი
ჯანსუღ კახიძის სახელობის მუსიკალური ცენტრი - Sputnik საქართველო, 1920, 11.05.2022
გამოწერა
თბილისი, 11 მაისი — Sputnik. მსოფლიოში ცნობილი მუსიკოსები - ბრაზილიელი მომღერალი პაულა მორელენბაუმი და ბრაზილიელი კომპოზიტორი, პიანისტი ივან ლინსი თბილისში ჯანსუღ კახიძის სახელობის VII საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის ფარგლებში მსმენელის წინაშე წარდგებიან.
პაულა მორელენბაუმი თავის კვარტეტთან ერთად კონცერტს ვახტანგ კახიძის დირიჟორობით თბილისის სიმფონიური ორკესტრის თანხლებით გამართავს. კონცერტი 14 მაისს გაიმართება.
რაც შეეხება ივან ლინსს, იგი მსმენელის წინაშე საკუთარ ბენდთან და ვახტანგ კახიძის დირიჟორობით თბილისის სიმფონიური ორკესტრის თანხლებით წარდგება. საღამო 22 მაისს გაიმართება.
პაულა მორელენბაუმი 10 წლის მანძილზე იყო „ბოსა ნოვას“ მუსიკალური მიმდინარეობის ლეგენდის ანტონიო კარლოს ჯობინის Nova Banda-ს წევრი, რაც მის კარიერაში გადამწყვეტი გახდა. მორელენბაუმი კონცერტებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით მართავს, სხვადასხვა მუსიკოსთან ერთად გამოცემული აქვს რამდენიმე ალბომი.
2016 წელს სპეციალური სტუმრის სტატუსით მონაწილეობდა ივან ლინსისა და თბილისის სიმფონიური ორკესტრის ერთობლივ კონცერტებში, რომელიც ჯანსუღ კახიძის სახელობის მეორე მუსიკალური ფესტივალის ფარგლებში გაიმართა.
ივან ლინსი მსოფლიოში ცნობილი არტისტი, მუსიკალური პრემია „გრემის“ მრავალგზის მფლობელია. ლინსის მუსიკა დიდი პოპულარობით სარგებლობს, რომელსაც ასრულებენ ისეთი ვარსკვლავები, როგორიცაა ჯორჯ ბენსონი, ბარბრა სტრეიზანდი, სტინგი და ა.შ.
ყველა ახალი ამბავი
0