https://sputnik-georgia.com/20220511/kontrabanda-daakaves-erti-piri-266571179.html
კონტრაბანდის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
კონტრაბანდის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
Sputnik საქართველო
ბრალდებული საბაჟო–გამშვები პუნქტი „სადახლოს“ გავლით სომხეთში სარეალიზაციოდ მედიკამენტების და კომპიუტერული ტექნიკის გატანას ცდილობდა. 11.05.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-05-11T11:38+0400
2022-05-11T11:38+0400
2022-05-11T16:28+0400
შემთხვევები საქართველოში
ახალი ამბები
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/1e/252460189_0:160:3075:1889_1920x0_80_0_0_c8c02e8b74e1c612fbb5e34eb3a4b339.jpg
თბილისი, 11 მაისი — Sputnik. განსაკუთრებით დიდი ოდენობით მოძრავი ნივთის საბაჟო კონტროლისგან მალულად გადატანის მცდელობის ფაქტზე პასუხისგებაში ერთი პირი მისცეს, იუწყება საქართველოს ფინანსთა სამინისრტროს საგამოძიებო სამსახური.გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით საბაჟო-გამშვები პუნქტი „სადახლოს“ გავლით საქართველოდან სომხეთის რესპუბლიკის მიმართულებით საბაჟო კონტროლისგან მალულად შეეცადა სარეალიზაციოდ გადაეტანა განსაკუთრებით დიდი ოდენობით, ჯამში 26.644 ლარის საერთო საბაჟო ღირებულების მედიკამენტები და კომპიუტერული ტექნიკა.ბრალდებული მედიკამენტებისა და ტექნიკის გატანას MERCEDES-BENZ-ის მარკის ავტომანქანაში, რომელსაც თავად მართავდა, სპეციალურად მოწყობილი სამალავით ცდილობა.ბრალდებული საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დააკავეს.უწყების ცნობით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს. დაკავებულს 5-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/1e/252460189_171:0:2902:2048_1920x0_80_0_0_0d1a0d9c384dc0f4d9a5b765009ef281.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
შემთხვევები საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო
შემთხვევები საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო
კონტრაბანდის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
11:38 11.05.2022 (განახლებულია: 16:28 11.05.2022) ბრალდებული საბაჟო–გამშვები პუნქტი „სადახლოს“ გავლით სომხეთში სარეალიზაციოდ მედიკამენტების და კომპიუტერული ტექნიკის გატანას ცდილობდა.
თბილისი, 11 მაისი — Sputnik. განსაკუთრებით დიდი ოდენობით მოძრავი ნივთის საბაჟო კონტროლისგან მალულად გადატანის მცდელობის ფაქტზე პასუხისგებაში ერთი პირი მისცეს, იუწყება საქართველოს ფინანსთა სამინისრტროს საგამოძიებო სამსახური.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით საბაჟო-გამშვები პუნქტი „სადახლოს“ გავლით საქართველოდან სომხეთის რესპუბლიკის მიმართულებით საბაჟო კონტროლისგან მალულად შეეცადა სარეალიზაციოდ გადაეტანა განსაკუთრებით დიდი ოდენობით, ჯამში 26.644 ლარის საერთო საბაჟო ღირებულების მედიკამენტები და კომპიუტერული ტექნიკა.
ბრალდებული მედიკამენტებისა და ტექნიკის გატანას MERCEDES-BENZ-ის მარკის ავტომანქანაში, რომელსაც თავად მართავდა, სპეციალურად მოწყობილი სამალავით ცდილობა.
ბრალდებული საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დააკავეს.
უწყების
ცნობით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს. დაკავებულს 5-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.