Праздничное оформление - Sputnik საქართველო, 1920
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„100%-ით ხდება...“ - რა უწინასწარმეტყველა გიორგი გასვიანს ექსტრასენსმა

© courtesy of Giorgi Gasvianiგიორგი გასვიანი და მარიტა მელიქიშვილი
გიორგი გასვიანი და მარიტა მელიქიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 11.05.2022
გამოწერა
გიორგი გასვიანი ექსტრასენს ცირა კუპრაშვილთან ურთიერთობაზე საუბრობს.
„შენ გელოდება მეორე შვილი მალე“ – ეს უწინასწარმეტყველა „სიცრუის დეტექტორის“ წამყვანს გიორგი გასვიანს სტუმარმა, ექსტრასენსმა ცირა კუპრაშვილმა გადაცემის დროს.
როგორც გიორგი გასვიანმა თქვა, მას კუპრაშვილთან სხვა დროსაც ჰქონია კომუნიკაცია და მისი ყველა წინასწარმეტყველება აუხდა.

„ჩემთვის ბევრჯერ მოგიწერიათ სოციალურ ქსელში რაღაცები, რაც ახდა. ახალი სეზონი რომ დაიწყო, მითხარით, დიდ სიახლეს ელოდეო. მერე იყო უცებ „სიცრუის დეტექტორი“, ნოე სულაბერიძემ დამირეკა. რაღაცებს მწერს ხოლმე ცირა და 100%-ით ხდება. შეიძლება ზუსტად არც მითხრას, მაგრამ პერიოდულად ბიძგს მაძლევს, მეუბნება, ახლა დაელოდე, რაღაც კარგი იქნებაო. ეს ძალიან სასიამოვნო მოსასმენია“, – აღნიშნა გასვიანმა კუპრაშვილის შესახებ.

ყველა ახალი ამბავი
0