დაპირისპირება განმათავისუფლებელთა მონუმენტთან რიგაში - ვიდეო

გამოწერა
გამარჯვების დღეს რიგაში მოქალაქეებმა განმათავისუფლებელთა მონუმენტთან ყვავილები მიიტანეს.
10 მაისის დილით ლატვიის შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელის ბრძანებით ტრაქტორმა მონუმენტთან მიტანილი ყვავილების გატანა დაიწყო. რიგის მკვიდრებმა კვლავ მიიტანეს ყვავილები მონუმენტთან, გამარჯვების 77 წლისთავის აღსანიშნავად ყვავილები 77 რიგად განათავსეს და სანთლები დაანთეს.
საღამოს მონუმენტთან პოლიციის ძალების და სპეცრაზმის მობილიზება დაიწყო. თავდაპირველად ისინი ყვავილების დალაგების და სანთლების დანთების საშუალებას არ აძლევდნენ ადგილზე მისულ ხალხს, შემდეგ კი მათი ძეგლისგან მოშორება დაიწყეს. აკავებდნენ ყველას, ვინც ხმამაღლა გამოთქვამდა აზრს.
ღამით პოლიციამ კორდონი მოხსნა, ადგილზე დარჩნენ საპატრულო პოლიციის თანამშრომლები და ქალაქის მკვიდრი მოხალისეები, რომლებიც თავს „ღამის პატრულს“ უწოდებენ.
მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ პოლიცია მონუმენტთან მისასვლელ გზას გადაკეტავს. ამ ინციდენტებთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა მინისტრი „საზოგადოების გახლეჩაში“ დაადანაშაულეს.
ყველა ახალი ამბავი
0