13 უკანონო სახერხი საამქრო ქვეყნის მასშტაბით: აპრილის მონაცემები

© Department of Environmental Supervisionსახერხი საამქრო
სახერხი საამქრო - Sputnik საქართველო, 1920, 11.05.2022
გამოწერა
აღნიშნული ფაქტები სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს და მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.
თბილისი, 11 მაისი — Sputnik. მიმდინარე წლის აპრილში 13 უკანონო სახერხი საამქრო გამოვლინდა, ნათქვამია გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, არარეგისტრირებული სახერხი საამქროები იმერეთის, გურიის, შიდა ქართლისა და სამეგრელოს რეგიონებში საკარმიდამო ეზოებში ან სპეციალურად მოწყობილ შენობებში იყო მოწყობილი.
შვიდი უკანონო სახერხი საამქრო გამოვლინდა წყალტუბოს, ჭიათურის, საჩხერისა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტებში. ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოსლევში მოქალაქეს საამქროს ტერიტორიაზე 4 ერთეული წაბლის სახეობის მრგვალი ხე-ტყე (მორი) ჰქონდა განთავსებული. წყალტუბოში - თხმელის (მურყანი) სახეობის 1 კუბური მეტრი მოცულობის პირველადი გადამუშავების პროდუქტი (ფიცარი) და 3 ერთეული დაუფირნიშებელი მორი.
უწყების თანამშრომლებმა შემოწმების შედეგად ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ გეზრულში 1 ერთეული წაბლის სახეობის მორი და 0,2 კუბური მეტრი მოცულობის ფიცარი აღმოაჩინეს. ორი უკანონო სახერხი საამქრო გამოვლინდა დაბა სურამსა და ხაშურის მუნიციპალიტეტში. სურამში მოქალაქეს საამქროს ტერიტორიაზე განთავსებული ჰქონდა 2 ერთეული წაბლის სახეობის დაუფირნიშენელი მრგვალი ხე-ტყე (მორი), სოფელ ალში კი საამქროს ტერიტორიაზე - 2 ერთეული თხმელის (მურყანი) სახეობის დაუფირნიშებელი მორი.
ორი არარეგისტრირებული სახერხი საამქრო გამოვლინდა ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ლესიჭინეში და მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახუნაოში, სადაც მოქალაქეებს, ცირკული ტიპის სახერხი საამქროები საცხოვრებელი სახლების ეზოებში ჰქონდათ მოწყობილი. ნახუნაოში, სახერხი საამქროს ტერიტორიაზე, მოქალაქეს ასევე განთავსებული ჰქონდა 4 ერთეული თხმელის (მურყანი) სახეობისა და 1 ერთეული აკაციის სახეობის დაუფირნიშებელი მორი, ასევე - 0,1 კუბური მეტრი მოცულობის თხმელის (მურყანი) სახეობის ფიცარი. ორი უკანონო ლენტური ტიპის სახერხი საამქრო გამოვლინდა აჭარასა და გურიაში.
უკანონო სახერხი საამქრო აღმოაჩინეს დედაქალაქშიც - არარეგისტრირებული ლენტური ტიპის სახერხი საამქრო გლდანის რაიონში გამოვლინდა.
როგორც უწყებაში აცხადებენ, აღნიშნული ფაქტები სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს და მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.
ყველა ახალი ამბავი
0