„ზინკა ადამიანი“ აზერბაიჯანულ ენაზე გამოიცა

© Pixabay / jarmolukბიბლიოთეკაში
ბიბლიოთეკაში - Sputnik საქართველო, 1920, 10.05.2022
გამოწერა
ანა კორძაია–სამადაშვილი მრავალი წიგნისა და პუბლიკაციის ავტორია.
თბილისი, 10 მაისი — Sputnik. ქართველი მწერლის ანა კორძაია-სამადაშვილის წიგნი „ზინკა ადამიანი“ აზერბაიჯანულ ენაზე ითარგმნა და გამოიცა, ნათქვამია თბილისის მწერალთა სახლის განცხადებაში.
მწერალთა სახლის მხარდაჭერით ბაქოში რომანი გამომცემლობა Qanun Publishing House-მა გამოსცა. თარგმანზე კარუმან კირიაკოვი მუშაობდა.
„ზინკა ადამიანის“ სიუჟეტის ცენტრშია ხეიბარი მუსიკოსი, რომელსაც ბედმა მძიმე ცხოვრება არგუნა. თუმცა, ამასთან ერთად აჩუქა საყვარელი აკორდეონი და საუკეთესო მეგობრები – კოტიკო, დათა, მასზე ფარულად შეყვარებული თამრიკო და შვილიშვილი ზინკა.
ანა კორძაია–სამადაშვილი მრავალი წიგნისა და პუბლიკაციის ავტორია („ბერიკაობა“, „შუშანიკის შვილები“, „ვინ მოკლა ჩაიკა“, „ქურდების მბრძანებელი“). დაიბადა 1968 წელს თბილისში, დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. კორძაია–სამადაშვილი მუშაობდა ქართულ გამომცემლობებში რედაქტორად, ასევე კორესპონდენტად ქართულ და უცხოურ მასმედიაში.
ანა კორძაია–სამადაშვილი პრესტიჟული ქართული ლიტერატურული პრემია „საბას“ორგზის გამარჯვებულია (2003, 2005). 1999 წელს ნობელის პრემიის ლაურეატის, ავსტრიელი მწერლის ელფრიდა ელინეკის რომანი „საყვარლების“ საუკეთესო თარგმანისთვის გოეთეს ინსტიტუტის პრემია მიენიჭა.
ყველა ახალი ამბავი
0