საქართველოში ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის კანონი უფრო სრულყოფილი გახდება

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliსაქართველოს პარლამენტი
საქართველოს პარლამენტი - Sputnik საქართველო, 1920, 10.05.2022
გამოწერა
იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტმა კანონპროექტი დაჩქარებული წესით პირველი მოსმენით განიხილა.
თბილისი, 10 მაისი – Sputnik. საქართველოში შეიძლება გაფართოვდეს იმ უწყებების ჩამონათვალი, რომლებსაც ფინანსური მონიტორინგის სამსახურისგან საეჭვო ტრანზაქციების შესახებ ინფორმაციის მიღების უფლება ექნებათ.
შესაბამისად, პროექტი ასევე ითვალისწინებს იმ უწყებების სიის გაფართოებას, რომლებიც შეძლებენ, ფინანსური მონიტორინგის სამსახურს ინფორმაცია მოსთხოვონ. ასევე გაფართოვდება იმ დანაშაულების სია, რომლებზეც ინფორმაციის მოთხოვნის უფლება გავრცელდება.
შესაბამისი შესწორებები შევა კანონში „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“. იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტმა სამშაბათს კანონპროექტი პირველი მოსმენით დაჩქარებული წესით განიხილა.
როგორც ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ხელმძღვანელმა ვალერიან ხასაშვილმა იურიდიული კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, შესწორებების მთავარი მიზანია კანონმდებლობაში ევროსაბჭოს რეკომენდაციების ასახვა.

„საერთაშორისო პარტნიორების და საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციები, რა თქმა უნდა, ყურადსაღებია. ჩვენ ვითვალისწინებთ მათ რჩევებს, ვაანალიზებთ და ამის შესაბამისად ხდება საკითხების ინიცირება. ფინანსური მონიტორინგის სამსახური კი უშუალოდ არის ჩართული ამ პროცესში მისი კომპეტენციის ფარგლებში“, – განაცხადა იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა.

მისი თქმით, კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას, რადგანაც უზუსტობების გამოსწორება კანონმდებლობაში რეკომენდაციების უფრო სრულფასოვნად შესრულების საშუალებას იძლევა.
კანონპროექტის ინიციატორია საქართველოს მთავრობა.
ყველა ახალი ამბავი
0