საეკლესიო კალენდარი:10 მაისი

© courtesy of Georgian Heritageანჩისხატის ეკლესია
ანჩისხატის ეკლესია - Sputnik საქართველო, 1920, 10.05.2022
გამოწერა
საქართველოს მართლმადიდებებლი ეკლესია 10 მაისს მოციქულისა და მღვდელმოწამე სვიმეონის, ნათესავისა უფლისა და მართლი ევლოგი უცხოთშემწყნარებელის ხსენების დღეს აღნიშავს.
„Sputnik საქართველო" გიამბობთ ვინ იყვნენ ეს წმინდანები და რატომ არიან მოხსენიებულები საეკლესიო კალენდარში.
მოციქული სვიმეონი, ნათესავი უფლისა
მოციქული და მღვდელმოწამე სვიმეონი, ძმა უფლისა (107) იყო კლეოპას, წმიდა იოსებ დამწინდველის უმცროსი ძმის ძე. მან იხილა უფლის სასწაულები, ირწმუნა მისი და გახდა 70 მოციქულთაგანი. წმიდა სვიმეონი ქადაგებდა ქრისტეს სწავლებას და ამხელდა კერპთაყვანისმცემლობას. წმიდა იაკობ მოციქულის მოკვდინების შემდეგ ქრისტიანებმა იგი იერუსალიმის ეპისკოპოსად აირჩიეს. იმპერატორ ტრაიანეს მეფობის ჟამს) რომაელ მმართველს ატიკას უთხრეს, რომ წმიდა სვიმეონი დავით მეფის ტომიდან იყო (რომაელები ანადგურებდნენ დავით მეფის შთამომავლებს) და ქრისტეს სარწმუნოებას აღიარებდა. წარმართებმა შეიპყრეს 100 წელს მიტანებული წმიდა ეპისკოპოსი და ხანგრძლივი წამების შემდეგ ჯვარს აცვეს.
მართალი ევლოგი უცხოთშემწყნარებელი
მართალი ევლოგი უცხოთშემწყნარებელი IV საუკუნეში ცხოვრობდა თებაიდაში. მან უცხოთა შეწყნარებისა და მსახურების ღვაწლი იდო თავს, რითაც სათნო ეყო მოწყალეთა შემწყალებელ უფალს და ეკლესიის მიერ წმიდანად იქნა კანონიზებული.
მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით.
ყველა ახალი ამბავი
0