როგორ შესრულდა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი პირველ კვარტალში

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliსაქართველოს პარლამენტი
საქართველოს პარლამენტი - Sputnik საქართველო, 1920, 10.05.2022
გამოწერა
გადასახადებიდან მიღებული შემოსავლების გეგმა გადაჭარბებით შესრულდა – ბიუჯეტში შევიდა თითქმის 11 მილიონი ლარით მეტი.
თბილისი, 10 მაისი – Sputnik. საქართველოს პარლამენტი შემდეგ კვირაში 2022 წლის სამი თვის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის განხილვას შეუდგება, იუწყება მთავრობის პრეს-სამსახური.
პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი კოვზანაძემ აღნიშნა, რომ 2022 წლის პირველ სამ თვეში მშპ-ის ზრდის მაჩვენებელი კარგია – 14,4%, გარდა ამისა, დაგეგმილზე მეტია მიღებული საგადასახადო შემოსავლების თანხა.

„იანვარი–მარტში ბიუჯეტის შემოსულობები 4.826 მილიონი ლარია. რაც შეეხება სახელმწიფო ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლებს, რომელიც ყოველთვის ინდიკატორია და გვაჩვენებს, როგორ ვითარდება ეკონომიკა, უფრო მეტი მივიღეთ, ვიდრე დაგეგმილი გვქონდა“, – განაცხადა კოვზანაძემ.

კერძოდ, გადაჭარბებით შესრულდა გადასახადებიდან მიღებული შემოსავლების გეგმა. შემოვიდა თითქმის 11 მილიონი ლარით მეტი, სრული თანხაა 3.688 მლნ ლარი.
როგორც კოვზანაძემ აღნიშნა, მოგების გადასახადი შესრულდა 124,1%-ით (134 მილიონი ლარით მეტი). დღგ-ის ნაწილშიც პროგნოზი გადაჭარბებით შესრულდა – 112,7% (146,8 მლნ ლარი). 2022 წლის პირველ სამ თვეში ბიუჯეტიდან დაიხარჯა 4.266,4 მლნ ლარი.
საქართველოში ინფლაციის დონე იზრდება - ახალი სტატისტიკა>>
პირველი კვარტლის ბიუჯეტის შესრულების შესახებ საფინანსო–საბიუჯეტო კომიტეტის შემაჯამებელი სხდომა 1 ივნისს გაიმართება.
ყველა ახალი ამბავი
0