წვიმა და ელჭექი: როდის გამოიდარებს საქართველოში

© Sputnik / Alexander Imedashviliწვიმა თბილისში
წვიმა თბილისში - Sputnik საქართველო, 1920, 10.05.2022
გამოწერა
კვირის ბოლოს დედაქალაქში 26 გრადუსამდე დათბება.
თბილისი, 10 მაისი – Sputnik. საქართველოში 10-13 მაისს მოსალოდნელია წვიმა და ელჭექი, 14 მაისიდან კი მთელი საქართველოს მასშტაბით გამოიდარებს. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, 10-13 მაისს საქართველოს ცალკეულ რაიონში შენარჩუნებული იქნება ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში პლუს 15-20 გრადუსი, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში კი პლუს 18-23 გრადუსი იქნება.
14 მაისს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ჰაერი პლუს 23-28 გრადუსამდე გათბება.
თბილისში უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა 10-13 მაისს პლუს 19-21 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება, ხოლო 14 მაისს პლუს 24-26 გრადუსამდე მოიმატებს.
ყველა ახალი ამბავი
0