https://sputnik-georgia.com/20220510/respublikuri-saavadmyofo-dreidan-pacientebs-multiprofilur-serviss-sestavazebs-266563772.html
როგორ გააგრძელებს მუშაობას რესპუბლიკური საავადმყოფო: ახალი სერვისი
როგორ გააგრძელებს მუშაობას რესპუბლიკური საავადმყოფო: ახალი სერვისი
Sputnik საქართველო
კლინიკა ორი წლის განმავლობაში კოვიდ-კლინიკის ფუნქციებს ასრულებდა
2022-05-10T21:22+0400
2022-05-10T21:22+0400
2022-05-10T23:22+0400
ახალი ამბები
საქართველო
თბილისი დღეს
ჯანდაცვა საქართველოში
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24791/30/247913044_0:0:3001:1688_1920x0_80_0_0_4dc718115ed6802ba93b8042aa6a1292.jpg
თბილისი, 10 მაისი – Sputnik. აკადემიკოს ნ. ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკა დღეიდან მოქალაქეებს მულტიპროფილურ სერვისს შესთავაზებს. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.კლინიკა პანდემიის დაწყებისთანავე კოვიდ-კლინიკად გადაკეთდა და ორი წლის განმავლობაში ამ პროფილით ფუნქციონირებდა. ამ ხნის განმავლობაში რესპუბლიკური საავადმყოფო იყო ქვეყნის მასშტაბით უმსხვილესი კოვიდმიმღები ცენტრი 340 საწოლით. ამ პერიოდში საავადმყოფომ 10.000-ზე მეტ ინფიცირებულს გაუწია სამედიცინო მომსახურება.როგორც ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, კოვიდ-კლინიკიდან ჰიბრიდულ რეჟიმზე გადასაწყობად ჩატარდა შესაბამისი ეპიდემიოლოგიური და ინფრასტრუქტურული სამუშაოები.ამასთან, უწყების ცნობით, უახლოეს მომავალში კლინიკის გაძლიერების მიზნით საწოლფონდის 600 ერთეულამდე გაზრდა და სხვა სამედიცინო მიმართულებების დამატებაც იგეგმება.თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში საკადრო რეორგანიზაციაც ჩატარდა. დაინიშნა ახალი დირექტორი. ლევან გოფოძე ლიკა ჭუმბურიძემ შეცვალა.რატომ გადადგა თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორი: სამინისტროს განმარტება >>აკადემიკოს ნ. ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკა შედის საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგში, რომელიც აერთიანებს კლინიკებსა და სამედიცინო ცენტრებს, რომლებსაც სახელმწიფო აფინანსებს.ჰოლდინგში ასევე შედიან: რუხის რესპუბლიკური საავადმყოფო, „თბილისის ბავშვთა ინფექციური კლინიკური საავადმყოფო“, „უნივერსალური სამედიცინო ცენტრი“ (ონკოლოგიური საავადმყოფო), „ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრი“, „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრი“, „ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი“, „ბათუმის კლინიკური რესპუბლიკური საავადმყოფო“.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24791/30/247913044_59:0:2620:1921_1920x0_80_0_0_4c93cbbac60415789d687fb7e22a4d5e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
რესპუბლიკური საავადმყოფო პაციენტები მულტიპროფილური სერვისი
რესპუბლიკური საავადმყოფო პაციენტები მულტიპროფილური სერვისი
როგორ გააგრძელებს მუშაობას რესპუბლიკური საავადმყოფო: ახალი სერვისი
21:22 10.05.2022 (განახლებულია: 23:22 10.05.2022) კლინიკა ორი წლის განმავლობაში კოვიდ-კლინიკის ფუნქციებს ასრულებდა.
თბილისი, 10 მაისი – Sputnik. აკადემიკოს ნ. ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკა დღეიდან მოქალაქეებს მულტიპროფილურ სერვისს შესთავაზებს. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
კლინიკა პანდემიის დაწყებისთანავე კოვიდ-კლინიკად გადაკეთდა და ორი წლის განმავლობაში ამ პროფილით ფუნქციონირებდა. ამ ხნის განმავლობაში რესპუბლიკური საავადმყოფო იყო ქვეყნის მასშტაბით უმსხვილესი კოვიდმიმღები ცენტრი 340 საწოლით. ამ პერიოდში საავადმყოფომ 10.000-ზე მეტ ინფიცირებულს გაუწია სამედიცინო მომსახურება.
„10 მაისიდან რესპუბლიკური საავადმყოფო მიიღებს როგორც კოვიდ-პაციენტებს, ისე უზრუნველყოფს გადაუდებელი სამედიცინო, სტაციონარული თუ ამბულატორიული სერვისების მიწოდებას, მათ შორისაა გადაუდებელი მდგომარეობების მართვა, ზოგადი ქირურგია, ტრავმატოლოგია, კარდიოქირურგია, ნეიროქირურგია, რეანიმაცია, ინსტრუმენტულ-ლაბორატორიული კვლევები, ამბულატორიული მომსახურება“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
როგორც ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, კოვიდ-კლინიკიდან ჰიბრიდულ რეჟიმზე გადასაწყობად ჩატარდა შესაბამისი ეპიდემიოლოგიური და ინფრასტრუქტურული სამუშაოები.
ამასთან, უწყების ცნობით, უახლოეს მომავალში კლინიკის გაძლიერების მიზნით საწოლფონდის 600 ერთეულამდე გაზრდა და სხვა სამედიცინო მიმართულებების დამატებაც იგეგმება.
თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში საკადრო რეორგანიზაციაც ჩატარდა. დაინიშნა ახალი დირექტორი. ლევან გოფოძე ლიკა ჭუმბურიძემ შეცვალა.
აკადემიკოს ნ. ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკა შედის საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგში, რომელიც აერთიანებს კლინიკებსა და სამედიცინო ცენტრებს, რომლებსაც სახელმწიფო აფინანსებს.
ჰოლდინგში ასევე შედიან: რუხის რესპუბლიკური საავადმყოფო, „თბილისის ბავშვთა ინფექციური კლინიკური საავადმყოფო“, „უნივერსალური სამედიცინო ცენტრი“ (ონკოლოგიური საავადმყოფო), „ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრი“, „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრი“, „ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი“, „ბათუმის კლინიკური რესპუბლიკური საავადმყოფო“.