შსს-ს მომსახურების სააგენტოს მიერ ცნობების გაცემის ვადები იცვლება

© photo: Sputnikშსს-ს საპატრულო პოლიციის შენობა
შსს-ს საპატრულო პოლიციის შენობა - Sputnik საქართველო, 1920, 10.05.2022
გამოწერა
კანონპროექტის მიხედვით, ასევე იზრდება რამდენიმე მომსახურების საფასური.
თბილისი, 10 მაისი — Sputnik. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ ცნობების გაცემის ვადა ხუთიდან სამ სამუშაო დღემდე მცირდება.
„პირველი არხის“ ინფორმაციით, „ქართული ოცნების“ დეპუტატების მიერ შესაბამისი ცვლილებების ინიცირება სამშაბათს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე მოხდება.
კანონპროექტით მიხედვით, იცვლება დაჩქარებული მომსახურების ვადები და ცნობის გაცემა ერთ სამუშაო დღეშიც იქნება შესაძლებელი.
რაც შეეხება ცნობების გაცემის ღირებულებას, ტრანზიტული ნომრის ერთი წყვილის ღირებულება, ამჟამინდელი 30 ლარის ნაცვლად, 50 ლარი იქნება;
იარაღის საკომისიო წესით ჩაბარების ცნობის გაცემის საფასური, 10 ლარის ნაცვლად, 20 ლარი იქნება;
საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა-გადმოკვეთის შესახებ ცნობის ფასი იქნება 30 ლარი, 20 ლარის ნაცვლად;
პირის უგზო-უკვლოდ დაკარგვის გამო ძებნის გამოცხადების შესახებ ცნობის საფასური 30 ლარი გახდება, ამჟამად 20 ლარია.
გარდა ამისა, მომსახურების სააგენტოს მიერ შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ბაზაში დაცული ინფორმაციის შესახებ ცნობის გაცემის საფასური, თუ აღნიშნულ დოკუმენტზე ამ კანონით სხვა საფასური არ არის დადგენილი, 20 ლარის ნაცვლად, 30 ლარი იქნება.
ასევე 30 ლარი იქნება სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებისა და სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის საფასური.
გარდა ამისა, კანონპროექტით კიდევ რამდენიმე მომსახურება შემოდის ახალი ტარიფებით. კერძოდ, სარეალიზაციოდ განკუთვნილი, სახელმწიფო საკუთრებაში მოქცეული ან იძულებით განკარგვას დაქვემდებარებული ერთი სატრანსპორტო საშუალების ან ერთი ერთეული სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალების საექსპერტო შემოწმება შესაბამისი აქტის შედგენით ეღირება 40 ლარი.
ერთი სატრანსპორტო საშუალების ან ერთი ერთეული სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალების დათვალიერება შესაბამისი აქტის შედგენით ან მისი შედგენის გარეშე – 20 ლარი.
დაინტერესებული პირის მოთხოვნის საფუძველზე სააგენტოს სტრუქტურული ერთეულის ტერიტორიის ფარგლებს გარეთ სატრანსპორტო საშუალების ან სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალების დათვალიერება შესაბამისი აქტის შედგენით ან მისი შედგენის გარეშე – 60 ლარი.
ასევე, ცვლილებების თანახმად, 20-20 ლარი იქნება ღირებულება ნასამართლეობის, პირის მსჯავრდების და უფლების ჩამორთმევის შესახებ ცნობობების გაცემისთვის.
ყველა ახალი ამბავი
0