Праздничное оформление - Sputnik საქართველო, 1920
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„თვითონ არ ვუდგავარ საკუთარ თავს გვერდით ისე, როგორც ჩემი მეუღლე მიდგას“ - მაკა ზამბახიძე

© courtesy of Maka Zambakhidzeმაკა ზამბახიძე და მიხეილ ჩოხელი
მაკა ზამბახიძე და მიხეილ ჩოხელი - Sputnik საქართველო, 1920, 10.05.2022
გამოწერა
მომღერალი მაკა ზამბახიძე ჟურნალ „თბილისელებთან“ მის პროფესიულ საქმიანობაში მეუღლის თანადგომაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ მისი ძალიან მადლიერია. ამასთან, მაკა იზიარებს მოსაზრებას, რომ დედობა დიდი ბედნიერებაა, მაგრამ შვილიშვილის სიყვარული სულ სხვა აღმოჩნდა, და შვილიშვილის შეძენის შემდეგ შვილისადმი მის დამოკიდებულებაზე საუბრობს.

„მიხეილის ძალიან მადლობელი ვარ. ისე მიდგას გვერდით, მეტი რომ არ შეიძლება. თვითონ არ ვუდგავარ საკუთარ თავს გვერდით ისე, როგორც მიხეილი მიდგას. ამას საკუთარი სურვილითა და დიდი სიყვარულით აკეთებს. მოსწონს ჩვენი შემოქმედება და, სხვათა შორის, სულ გვეჩხუბება, ახალი სიმღერები გააკეთეთო. ცოტა თუ გვეწელება, ნერვები ეშლება, ძალიან ჩართულია ამ პროცესში“, – ამბობს მაკა.

მომღერალმა შვილიშვილზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ძალიან უნდა ისიც მღეროდეს, როდესაც გაიზრდება.

„ძალიან მინდა, რომ კეთილი, სამართლიანი და მოსიყვარულე ბიჭი იყოს. უზომოდ მინდა, რომ სმენა ჰქონდეს. ჩემს პროფესიას გაჰყვება თუ არა, ამაზე არ ვფიქრობ, უბრალოდ მინდა მღეროდეს. მიყვარს, როცა ადამიანი მღერის. ჩემი მეუღლე დარდობს ხოლმე, ნეტა სმენა მქონოდაო“, – ამბობს მაკა ზამბახიძე.

ყველა ახალი ამბავი
0