Праздничное оформление - Sputnik საქართველო, 1920
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„მეძახდნენ ბანჯგვლიანს. მშურს იმ გოგონების, ვინც პრინცესულად გაიზარდა“ - ია ფარულავა

© courtesy of Ia Parulavaია ფარულავა
ია ფარულავა - Sputnik საქართველო, 1920, 10.05.2022
გამოწერა
მსახიობმა ბავშვობის დროინდელ წლებზე ისაუბრა.
მსახიობი და ტელეწამყვანი ია ფარულავა გადაცემა „ჩათში“ ჰყვება, რომ ბავშვობაში ბულინგის მსხვერპლი იყო უფროსი ძმების მხრიდან.

„სხვათა შორის, მე ყოველთვის ლამაზი ბავშვი ვიყავი, მაგრამ მთელი უბედურება ისაა, რომ საშინლად არ მომწონდა საკუთარი თავი. ერთადერთი, ჩემს თავს აღვიქვამდი ლამაზად, როცა ფოტოს დავხედავდი ხოლმე. მეჩვენებოდა, რომ მქონდა განიერი ცხვირი და მინდოდა მისი დაპატარავება. მქონდა „წიკები“, რომ ცხვირი დამეთხელებინა. ცოტა არ იყოს და ბულინგის მსხვერპლი ვიყავი ძმების მხრიდან. სულ დამცინოდა ორი უფროსი ძმა. ვითომ საყვარლად დამცინოდნენ, მაგრამ ჩემზე ეს ძალიან მოქმედებდა. რომ გადავიხარხარებდი, ზვიგენივით იცინიო, მეუბნებოდნენ“, – იხსენებს მსახიობი.

მისი თქმით, ჰქონდა თმა სახეზე, რადგან მაშინ ლაზერული ეპილაცია არ იყო და ამის გამო დასცინოდნენ და ბანჯგვლიანს ეძახდნენ.

„ისე ვითრგუნებოდი, რომ მეტი არ შეიძლება. არ გავიზარდე პრინცესულად. მშურს იმ გოგონების, ვინც პრინცესულად გაიზარდა და ეუბნებოდნენ, შენ ყველაზე ლამაზი ხარო. ერთადერთი პლუსი იყო, რომ ჩემი მშობლებისგან შეზღუდვა არ მქონია. ალბათ ჯობდა უფრო მომთხოვნები და მკაცრები ყოფილიყვნენ, რომ უკეთესად მესწავლა. არ ვიყავი კარგი მოსწავლე, სამიანები მყავდა ფიზიკა-მათემატიკაში“, – აღნიშნა მსახიობმა.

ყველა ახალი ამბავი
0