„ევროვიზია 2022“-ის პირველი ნახევარფინალი დღეს გაიმართება

© courtesy of Eurovisión RTVE Eurovision
 Eurovision - Sputnik საქართველო, 1920, 10.05.2022
გამოწერა
ბუკმეკერების შეფასებით, კონკურსის მთავარი ფავორიტია უკრაინული ჯგუფი Kalush Orchestra კომპოზიციით Stefania.
თბილისი, 10 მაისი — Sputnik. საერთაშორისო მუსიკალური კონკურსის „ევროვიზია 2022“-ის პირველი ნახევარფინალი იტალიის ქალაქ ტურინში 10 მაისის საღამოს გაიმართება.
დღეს 17 ქვეყნის მონაწილე ფინალში მოსახვედრად 10 საგზურისთვის იბრძოლებს. ნახევარფინალში მსმენელის წინაშე წარდგებიან ალბანეთის, ლატვიის, ლიეტუვის, შვეიცარიის, სლოვენიის, უკრაინის, ბულგარეთის, ნიდერლანდის, მოლდოვის, პორტუგალიის, ხორვატიის, დანიის, ავსტრიის, ისლანდიის, საბერძნეთის, ნორვეგიისა და სომხეთის წარმომადგენლები.
ბუკმეკერების ვერსიით, კონკურსის მთავარი ფავორიტია უკრაინული ჯგუფი Kalush Orchestra კომპოზიციით Stefania.
საქართველო კონკურსზე 12 მაისს, მეორე ნახევარფინალის პირველ ნაწილში გამოვა. ქვეყანას „ევროვიზია 2022“-ზე წარადგენს ჯგუფი Circus Mircus სიმღერით Lock Me In.
© Courtesy of Eurovision Georgiaჯგუფი Circus Mircus
Группа Circus Mircus на Евровидении 2022 в Турине, Италия - Sputnik საქართველო, 1920, 10.05.2022
ჯგუფი Circus Mircus
გუშინ, საღამოს, შოუს გენერალური რეპეტიციისას შემსრულებლებს საკუთარი ქულები ეროვნული ჟიურის წარმომადგენლებმა დაუწერეს. კონკურსის პირდაპირი ტრანსლაცია თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება, შესაბამისად, კონკურსანტების შეფასებას „ევროვიზიის“ მონაწილე ქვეყნები შეძლებენ.
მუსიკალური კონკურსის ფინალი 14 მაისს გაიმართება. კონკურსზე ადგილები, ტრადიციულად, წინასწარ „დაბევებული“ აქვთ დიდ ბრიტანეთს, გერმანიას, ესპანეთს, იტალიას და საფრანგეთს. 66-ე საერთაშორისო კონკურსში წელს 40 ქვეყნის კონკურსანტი მიიღებს მონაწილეობას.
იტალიამ უკვე ორჯერ უმასპინძლა „ევროვიზიის“ კონკურსს – ნეაპოლში (1965) და რომში (1991). ამჯერად კი „ევროვიზიის“ მასპინძლობის უფლება ქალაქმა ტურინმა მოიპოვა – 2021 წლის მაისში როტერდამში იტალიური ჯგუფი Maneskin-ის გამარჯვების წყალობით (სიმღერა Zitti e Buoni).
ყველა ახალი ამბავი
0