Праздничное оформление - Sputnik საქართველო, 1920
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

გაუპატიურების შოკის მომგვრელი დეტალები - ემბერ ჰერდმა სასამართლოზე ფოტოები გამოაჩინა

© AP Photo / Jim Lo Scalzoემბერ ჰერდი და ჯონი დეპი სასამართლო პროცესზე
ემბერ ჰერდი და ჯონი დეპი სასამართლო პროცესზე - Sputnik საქართველო, 1920, 10.05.2022
გამოწერა
ემბერ ჰერდმა სასამართლოს მორიგ სხდომაზე გაუპატიურების შოკის მომგვრელი დეტალები გაიხსენა, რომელიც ქორწინებიდან სულ რაღაც ორ კვირაში მოხდა.
ჰერდმა პროცესზე „ბრძოლის ველის“ ფოტოებიც გამოაჩინა, სადაც კარგად ჩანს, რომ სახლი მართლაც დალეწილია. ამის შესახებ „დეილი მეილი“ წერს.
მაშინ წყვილი ავსტრალიაში იმყოფებოდა, სადაც ჯონი დეპს „კარიბის ზღვის მეკობრეების“ მორიგ ნაწილში იღებდნენ. ჰერდი ემოციებს ვერ იკავებდა და მოყოლისას ქვითინებდა. მისი განცხადებით, ჯონმა ის ლიქიორის ბოთლით გააუპატიურა.
ცნობისთვის, ეს სწორედ ის ეპიზოდია, როდესაც ემბერის მოქნეულმა ბოთლმა ჯონს თითი დაუზიანა.

„მან მე ზურგზე დამაგდო და ყელში მიჭერდა ხელს, ის ის არ იყო, ვერ ვცნობდი მას, ვცდილობდი რამენაირად გამომეფხიზლებინა და ვეუბნებოდი, რომ ეს მე ვიყავი, მაგრამ ის შეპყრობილივით იყო. მან მე ლიქიორის ბოთლით გამაუპატიურა. ბოლოს უკვე არანაირ ტკივილს აღარ ვგრძნობდი, სინათლეს ვუყურებდი ჩუმად, აი მან მე ეს გამიკეთა. სახლი ბრძოლის ველს ჰგავდა, ყველაფერი დალეწილი იყო“, – ჰყვება ჰერდი.

ყველა ახალი ამბავი
0