https://sputnik-georgia.com/20220510/didi-britanetis-elcma-ukrainis-yvela-braldebas-saqartvelos-mimsamartit-pasuxi-gasca-266561976.html
დიდი ბრიტანეთის ელჩმა პასუხი გასცა უკრაინის ბრალდებებს საქართველოს მისამართით - თალაკვაძე
დიდი ბრიტანეთის ელჩმა პასუხი გასცა უკრაინის ბრალდებებს საქართველოს მისამართით - თალაკვაძე
Sputnik საქართველო
ელჩის განცხადებას მიესალმნენ ასევე ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებიც.
2022-05-10T19:47+0400
2022-05-10T19:47+0400
2022-05-10T22:59+0400
ახალი ამბები
საქართველო
დიდი ბრიტანეთი
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
უკრაინა
პოლიტიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/13/264581795_0:0:3079:1731_1920x0_80_0_0_11c328aa6878a1aa55c740d2c5d97a70.jpg
თბილისი, 10 მაისი – Sputnik. საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩმა მარკ კლეიტონმა თავისი განცხადებით პასუხი გასცა სპეკულაციებს საქართველოს მისამართით გამოთქმულ ბრალდებებზე, თითქოს საქართველოს მთავრობა რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარება, განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ.კლეიტონმა ადრე განაცხადა, რომ დიდი ბრიტანეთის დაზვერვას არ გააჩნია უკრაინული დაზვერვის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მსგავსი არანაირი მონაცემები, თითქოს საქართველოს მთავრობა რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარება. დიპლომატის შეფასებით, საქართველოს ასრულებს თავის ვალდებულებებს რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთის მიერ დაწესებული უპრეცედენტო სანქციების შესრულების კუთხით.დიპლომატის განცხადება არ იყო მოულოდნელი ოპოზიციური პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატისთვის თეონა აქუბარდიასთვის.„ბრიტანეთის ელჩის განაცხადი, რომ სანქციების თავის არიდების შესახებ ინფორმაცია ბრიტანეთს არ აქვს, არ გამკვირვებია, რადგან ისინი ამ პროცესს მონიტორინგს უწევენ“, – განაცხადა თეონა აქუბარდიამ.ელჩის განცხადებას მიესალმნენ ასევე ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებიც.„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ხელისუფლება იქნება ეს თუ სხვა რომელიმე ქვეყნის ხელისუფლება, არ დაეხმაროს ბარბაროს აგრესორს, რუსეთს სანქციების თავის არიდებაში. რა თქმა უნდა, ძალიან კარგია, თუ საქართველოს ხელისუფლება არ ეხმარება რუსეთს სანქციებისგან თავის არიდებაში“, – განაცხადა დეპუტატმა დავით კირკიტაძემ.უკრაინაში რუსული „სპეცოპერაციის“ დაწყების შემდეგ უკრაინის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა არაერთხელ გააკრიტიკეს საქართველოს ხელისუფლება რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებაზე უარის გამო.უფრო ადრე უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარმა სამმართველომ განაცხადა, რომ დაკისრებული სანქციების გვერდის ავლის მიზნით რუსეთი აყალიბებს კონტრაბანდის არხებს, რომლებიც, კერძოდ, საქართველოს ტერიტორიაზე გადის. ამასთან, ქართული სპეცსამსახურების წარმომადგენლებმა მიიღეს მითითებები პოლიტიკური ხელმძღვანელობისგან, ხელი არ შეუშალონ კონტრაბანდისტების საქმიანობას.საქართველოს ფინანსთა სამინისტროში ბრალდებას „დაუსაბუთებელი და აბსურდული“ უწოდეს. საქართველოს ხელისუფლებაში აღნიშნეს, რომ იცავენ საერთაშორისო ფინანსური სანქციების მოთხოვნებს, მაგრამ რუსეთის წინააღმდეგ ორმხრივი სანქციების დაკისრებას არ აპირებენ, რადგან ეს პირველ რიგში თავად საქართველოს დააზარალებს.საქართველო განაგრძობს სავაჭრო ურთიერთობებს რუსეთთან, მაგრამ ამავე დროს უკრაინას პოლიტიკურ და ჰუმანიტარულ მხარდაჭერას უცხადებს.მას შემდეგ, რაც მოსკოვმა უკრაინაში ჯარი შეიყვანა (24 თებერვალს), დასავლეთის ქვეყნებმა რუსეთის მიმართ ეკონომიკური სანქციები გაამკაცრეს.
საქართველო
დიდი ბრიტანეთი
უკრაინა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/13/264581795_4:0:2735:2048_1920x0_80_0_0_e9964572ad67ffbe501e69fb738cf5f0.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
დიდი ბრიტანეთი ელჩი მარკ კლეიტონი უკრაინა ბრალდება საქართველო პასუხი არჩილ თალაკვაძე
დიდი ბრიტანეთი ელჩი მარკ კლეიტონი უკრაინა ბრალდება საქართველო პასუხი არჩილ თალაკვაძე
დიდი ბრიტანეთის ელჩმა პასუხი გასცა უკრაინის ბრალდებებს საქართველოს მისამართით - თალაკვაძე
19:47 10.05.2022 (განახლებულია: 22:59 10.05.2022) ელჩის განცხადებას მიესალმნენ ასევე ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებიც.
თბილისი, 10 მაისი – Sputnik. საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩმა მარკ კლეიტონმა თავისი განცხადებით პასუხი გასცა სპეკულაციებს საქართველოს მისამართით გამოთქმულ ბრალდებებზე, თითქოს საქართველოს მთავრობა რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარება, განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ.
კლეიტონმა ადრე განაცხადა, რომ დიდი ბრიტანეთის დაზვერვას არ გააჩნია უკრაინული დაზვერვის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მსგავსი არანაირი მონაცემები, თითქოს საქართველოს მთავრობა რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარება. დიპლომატის შეფასებით, საქართველოს ასრულებს თავის ვალდებულებებს რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთის მიერ დაწესებული უპრეცედენტო სანქციების შესრულების კუთხით.
„საქართველოს ტერიტორიაზე სანქციებისთვის არავითარი გვერდის ავლა ან რაიმე უკანონო და არასანქცირებული გადაზიდვები არ ხორციელდება... საქართველო ვერ გახდება სანქციებისთვის გვერდის ავლის ადგილი, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ბრიტანეთის ელჩმა იგივე განცხადება გააკეთა და დაადასტურა, რომ ასეთი მტკიცებულებები რეალურად არ არსებობს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
დიპლომატის განცხადება არ იყო მოულოდნელი ოპოზიციური პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატისთვის თეონა აქუბარდიასთვის.
„ბრიტანეთის ელჩის განაცხადი, რომ სანქციების თავის არიდების შესახებ ინფორმაცია ბრიტანეთს არ აქვს, არ გამკვირვებია, რადგან ისინი ამ პროცესს მონიტორინგს უწევენ“, – განაცხადა თეონა აქუბარდიამ.
ელჩის განცხადებას მიესალმნენ ასევე ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებიც.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ხელისუფლება იქნება ეს თუ სხვა რომელიმე ქვეყნის ხელისუფლება, არ დაეხმაროს ბარბაროს აგრესორს, რუსეთს სანქციების თავის არიდებაში. რა თქმა უნდა, ძალიან კარგია, თუ საქართველოს ხელისუფლება არ ეხმარება რუსეთს სანქციებისგან თავის არიდებაში“, – განაცხადა დეპუტატმა დავით კირკიტაძემ.
უკრაინაში რუსული „სპეცოპერაციის“ დაწყების შემდეგ უკრაინის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა არაერთხელ გააკრიტიკეს საქართველოს ხელისუფლება რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებაზე უარის გამო.
უფრო ადრე უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარმა სამმართველომ განაცხადა, რომ დაკისრებული სანქციების გვერდის ავლის მიზნით რუსეთი აყალიბებს კონტრაბანდის არხებს, რომლებიც, კერძოდ, საქართველოს ტერიტორიაზე გადის. ამასთან, ქართული სპეცსამსახურების წარმომადგენლებმა მიიღეს მითითებები პოლიტიკური ხელმძღვანელობისგან, ხელი არ შეუშალონ კონტრაბანდისტების საქმიანობას.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროში ბრალდებას „დაუსაბუთებელი და აბსურდული“ უწოდეს. საქართველოს ხელისუფლებაში აღნიშნეს, რომ იცავენ საერთაშორისო ფინანსური სანქციების მოთხოვნებს, მაგრამ რუსეთის წინააღმდეგ ორმხრივი სანქციების დაკისრებას არ აპირებენ, რადგან ეს პირველ რიგში თავად საქართველოს დააზარალებს.
საქართველო განაგრძობს სავაჭრო ურთიერთობებს რუსეთთან, მაგრამ ამავე დროს უკრაინას პოლიტიკურ და ჰუმანიტარულ მხარდაჭერას უცხადებს.
მას შემდეგ, რაც მოსკოვმა უკრაინაში ჯარი შეიყვანა (24 თებერვალს), დასავლეთის ქვეყნებმა რუსეთის მიმართ ეკონომიკური სანქციები გაამკაცრეს.