Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო, 1920
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

COVID-19 საქართველოში: ბოლო კვირის მონაცემები

© photo: Sputnik / Evgeniy Odinokov / გადასვლა მედიაბანკშილაბორატორია
ლაბორატორია - Sputnik საქართველო, 1920, 10.05.2022
გამოწერა
ბოლო შვიდ დღეში დადებითობის მაჩვენებელი 0,66%-ია.
თბილისი, 10 მაისი – Sputnik. საქართველოში ბოლო კვირაში გამოვლენილი კორონავირუსის 745 ახალი შემთხვევიდან თბილისში 357 დაფიქსირდა, იუწყება დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი.
რეგიონების მიხედვით გამოვლენილი კოვიდ-შემთხვევების მონაცემები ასეთია:
იმერეთი – 79
ქვემო ქართლი – 60
გურია – 54
შიდა ქართლი – 51
სამეგრელო–ზემო სვანეთი – 41
აჭარა – 36
კახეთი – 26
მცხეთა-მთიანეთი – 20
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 15
სამცხე ჯავახეთი – 6.
ბოლო კვირაში ჩატარებულია 112.564 კვლევა ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 101.045, PCR–ტესტით – 11.519.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში გამოვლენილია ინფიცირების 1.655.966 შემთხვევა. ბოლო კვირაში გამოჯანმრთელდა 984 ადამიანი (პანდემიის დასაწყისიდან 1.638.372).
ბოლო კვირაში კორონავირუსისგან გამოწვეული გართულებებით გარდაიცვალა რვა პაციენტი. პანდემიის დასაწყისიდან – 16.821.
ამ დროისათვის ქვეყანაში 747 აქტიური შემთხვევაა. ბოლო შვიდ დღეში დადებითობის მაჩვენებელი 0,66%-ია.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.
ყველა ახალი ამბავი
0