ანალიტიკოსმა ევროპის მიერ რუსეთიდან ნავთობის ექსპორტის აკრძალვას თვითმკვლელობა უწოდა

© photo: Sputnik / Vitaly Timkiv / გადასვლა მედიაბანკშიტანკერი
ტანკერი - Sputnik საქართველო, 1920, 10.05.2022
გამოწერა
თბილისი, 10 მაისი — Sputnik. ევროკავშირის მცდელობები ნულამდე დაიყვანოს რუსეთიდან ნავთობის ექსპორტი, უბრალოდ არარეალური და არამიზანშეწონილია, მიაჩნია Bloomberg-ის ანალიტიკოს ჯულიან ლის.
ევროკომისია რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეექვსე პაკეტის ფარგლებში ევროკავშირში რუსული ნავთობის იმპორტის ეტაპობრივად სრული აკრძალვის წინადადებით გამოდის, განაცხადა ევროკომისიის ხელმძღვანელმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა. მისი სიტყვებით, უარი იქნება ეტაპობრივი, მიმდინარე წლის ბოლომდე.

როგორც ჯულიან ლიმ აღნიშნა, უნგრეთი, სლოვაკეთი და ხორვატია – ევროკავშირის წევრი ქვეყნები, რუსული ნავთობის იმპორტის ნახევარ წელში აკრძალვას უჭერენ მხარს, რამდენადაც ამ ქვეყნებში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები სპეციალურად რუსული ნედლეულის გადასამუშავებლად არის აშენებული და ალტერნატივის მოძიება მათ სერიოზულ პრობლემებს შეუქმნის.

Urals-ის მარკის ნავთობის ანალოგის მიღება შეიძლება სხვადასხვა სახეობის ნედლეულის შერევით, მაგრამ ეს ძვირი დაჯდება – საწარმოების რენტაბელობა და პროდუქტიულობა დაიკლებს. ავტორი ფიქრობს, რომ ევროკავშირმა შესაძლებელია სანქციებიდან გაათავისუფლოს უნგრეთი, სლოვაკეთი და ხორვატია, რაც შეზღუდვების პოლიტიკის ჩავარდნა კი არ იქნება, არამედ ამ ქვეყნებს შესაძლებლობას მისცემს შეინარჩუნონ კონკურენტუნარიანობა და მოგება. თუმცა, ლი მოუწოდებს რუსული ნავთობის ეტაპობრივად აკრძალვის გრაფიკის შეთანხმებისკენ.
მისი თქმით, რუსულ ნავთობზე უარის თქმა ევროპელებს ალტერნატივის მოძიებას აიძულებს. ამასთან, ნავთობგადამამუშავებელი საწარმოს პროდუქტები გარკვეული ხასიათის ნედლეულს მოითხოვენ, რაც ავიწროვებს შესაძლო მომწოდებლების წრეს. ფასები გაიზრდება ყველასთვის, დასძინა მან.
მიმომხილველი მათ მოუწოდებს, გაერკვნენ იმაში, თუ რომელია რუსული ნავთობპროდუქტები. თუ რუსული ნავთობიდან საწვავი ინდოეთის ქარხანაში იწარმოება, იგი ინდურად ითვლება. ამასთან, ნედლეულის წარმომავლობის გარკვევა შეუძლებელია. ანალიტიკოსი სიტუაციიდან გამოსავლად მყიდველების წინააღმდეგ მეორადი სანქციების შემოღებას მიიჩნევს. თუმცა, მისი თქმით, ეს საშიში სცენარია.

„გლობალური ბაზრის პირობებში, სადაც შეთავაზება უკვე შეზღუდულია, განსაკუთრებით დიზელის საწვავის შეთავაზება, ეს ეკონომიკური თვითმკვლელობა იქნება“, – აღნიშნა ჯულიან ლიმ.

ამ შემთხვევაშიც კი ბაზარზე რუსული ნავთობის მიწოდება მოხდება, მაგრამ ტრანსპორტირება გაძვირდება, განაცხადა ლიმ. თუმცა ლის ეჭვი ეპარება იმაში, რომ საქმე აქამდე მივიდეს.
რუსეთმა უკრაინაში „სამხედრო სპეცოპერაცია“ მიმდინარე წლის 24 თებერვალს დაიწყო. პრეზიდენტ პუტინის განცხადებით, ოპერაციის მიზანი უკრაინის „დენაციფიკაცია და დემილიტარიზაციაა“. ამის საპასუხოდ დასავლეთის ქვეყნებმა რუსეთს მკაცრი ეკონომიკური სანქციები დაუწესეს. შეზღუდვების გამოცხადება კვლავ გრძელდება.
წყარო: Bloomberg
ყველა ახალი ამბავი
0