ვეტერანები, რომლებიც აღარ არიან: მარადიული ხსოვნა გმირებს!

© photo: Sputnikომის ვეტერანი ნიკოლაი ჩუიანოვი
ომის ვეტერანი ნიკოლაი ჩუიანოვი - Sputnik საქართველო, 1920, 09.05.2022
გამოწერა
Sputnik-საქართველოს კორესპონდენტი ტრადიციულად ყოველ წელს სტუმრობს მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს და ინტერვიუებს იწერს მათთან. სამწუხაროდ, ინტერვიუების რაოდენობა წლიდან წლამდე მცირდება.
ბოლო ერთ წელში საქართველოში მეორე მსოფლიო ომის 91 ვეტერანი გარდაიცვალა.
ამ დღეს მთავრობის წევრები, ცნობილი ადამიანები და უბრალო მოქალაქეები ქართველ ვეტერანებს სტუმრობენ, თუმცა, მათი რიცხვი, რომელთაც შეუძლიათ სტუმრების მიღება და მათთან საუბარი, ომის პერიოდის გახსენება და მოყოლა, სულ უფრო მცირდება...
ვეტერანები მიდიან და რჩება მათ მიერ მოყოლილი ისტორიები და მოგონებები. ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია, პატივი მივაგოთ მათ ხსოვნას და წლიდან წლამდე გადავიკითხოთ და მოვიგონოთ ისტორიები, რომლებიც მათ გარდაცვალებამდე რამდენიმე წლით ადრე უამბეს ჩვენს ჟურნალისტებს.
ევდოკია კლიმოვა
ბოლო ინტერვიუში ევდოკია კლიმოვას თავად უკვირდა მისი ასაკი- 103. იგი ყველას უსურვებდა სიცოცხლეს მის ასაკამდე, შემდეგ კი? შემდეგ საჭირო აღარაა, ამბობდა ის.
კლიმოვა ფრონტზე სანიტარად წავიდა, შვილი დედასთან დატოვა. ბევრი რამის გახსენება აღარ შეეძლო, არც იმის, თუ როგორ მოხვდა ბელარუსიის პირველ ფრონტზე(ეს ფრონტი1944 წლის 24 თებერვალს შეიქმნა ბელარუსიის, პოლონეთის გასათავისუფლებლად და ბერლინისთვის ბრძოლაში გადამწყვეტ როლს ასრულებდა).
© Sputnik / Vladimir Umikashviliომის ვეტერანი ევდოკია კლიმოვა
Евдокия Климова ветеран ВОВ - Sputnik საქართველო, 1920, 09.05.2022
ომის ვეტერანი ევდოკია კლიმოვა
უნგრეთში ევდოკია დაიჭრა და ჰოსპიტალში მოხვდა. ომი დამთავრდა, როდესაც იგი ჰოსპიტალში იწვა. მაშინ განიცადა პირველი დანაკარგი– ევდოკიას მეუღლე, რომელიც ასევე ფრონტზე იბრძოდა, 1943 წელს სმოლენსკთან დაიღუპა.
მაგრამ ბედმა ქალისთვის კიდევ ერთი პირადი სიხარული გაიმეტა. ევდოკიამ ფრონტზე გაიცნო ქართველი კაპიტანი - გიორგი ლორთქიფანიძე. ახალგაზრდებს ერთმანეთი შეუყვარდათ და მალევე დაქორწინდნენ. ასე აღმოჩნდა ქალი საქართველოში. თუმცა, მისი ბედნიერება დიდხანს არ გაგრძელებულა, 1950-იან წლებში მან ჯერ შვილი, შემდეგ კი ქმარი დაკარგა. ბედმა მას შვილიშვილიც წაართვა, შემდეგ კი ქალიშვილი, რომელმაც შვილის დაკარგვა ვერ გადაიტანა.
მიუხედავად ტრაგიკული ბედისა, კლიმოვას უყვარდა ცხოვრება, თავის მოწესრიგება, წითელი ტუჩსაცხი და 9 მაისს სტუმრების მიღება. წლევანდელი 9 მაისი მისი სტუმართმასპინძლობის გარეშე ჩაივლის.
ნიკოლაი ჩუაინოვი
წელს გარდაიცვალა მეორე მსოფლიო ომის კიდევ ერთი ვეტერანი- ნიკოლაი ჩუიანოვი. იგი მძიმე პირობებში, მარტო ცხოვრობდა.
© photo: courtesy of Nikolai ChuyanovВетеран ВОВ Николай Чуянов
Ветеран ВОВ Николай Чуянов - Sputnik საქართველო, 1920, 09.05.2022
Ветеран ВОВ Николай Чуянов
ფრონტზე ომის დაწყების პირველივე დღეს წავიდა და ჯარში7 თვე მსახურობდა. საქართველოში ავადმყოფობის გამო მოხვდა. 43–ში ვიბორგთან ახლოს, იგი საავადმყოფოში მოხვდა. წყლის უქონლობის გამო ყინვის ლოლუებს კვნეტდა, რის გამოც ტუბერკულოზით დაავადდა. ერთი წლის შემდეგ საქართველოში, აბასთუმნის ჰოსპიტალში გამოაგზავნეს.
ომის შემდეგ ჩუიანოვი საქართველოში დასახლდა, რომელმაც, მისი თქმით იგი დიდი სითბოთი მიიღო.
ჯერ კიდევ გასულ წელს9 მაისი 263-მა ვეტერანმა იზეიმა, წელს კი მათი რიცხვი172-მდე შემცირდა.
მარადიული ხსოვნა გმირებს!
ყველა ახალი ამბავი
0