Праздничное оформление - Sputnik საქართველო, 1920
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„ახლაც მიმძიმს...“ - თაკო ტაბატაძე ოჯახის დანგრევის გამო ბოდიშს იხდის

© courtesy of Tako Tabatadzeთაკო ტაბატაძე
თაკო ტაბატაძე - Sputnik საქართველო, 1920, 09.05.2022
გამოწერა
მუსიკოს გია ბაღაშვილის ყოფილმა მეუღლემ, მსახიობმა თაკო ტაბატაძემ „დღის პოსტში“ მათი დანგრეული ოჯახის შესახებ დასმულ შეკითხვებს უპასუხა. მისი თქმით, ოჯახის დანგრევა შინაგანადაც განგრევს, რადგან არავინ გეგმავს, რომ ურთიერთობა, რომელიც სიყვარულით იქმნება, რაღაც დროს დასრულდება.
„თავიდან ძალიან რთულია, ამიტომაც არ მინდოდა ამ თემაზე საუბარი და არც ვსაუბრობდი. ძალიან ძნელი იყო და ახლაც ძნელია. ყოველი ასეთი წინააღმდეგობა, საბოლოოდ, აძლიერებს ადამიანს. გამოცდილებაა ურთიერთობებისა და ცხოვრების მიმართულებით. ახლა დიდი პასუხისმგებლობა მაქვს საკუთარ თავზე აღებული. ჩვენი შვილები უკვე იმ ასაკში არიან, აქვთ წვდომა ინტერნეტზე. გამიხარდა, რომ იუმორით შეხვდნენ, რადგან ათასი სისულელე დაიწერა, კონტექსტიდან ამოგლეჯილი. ხომ უნდა გქონდეს გარჩევის უნარი, როცა გადადიხარ საიტზე და უხამსი ვიდეოებით არის გაჯერებული, გასაგებია, რომ ის ავრცელებს ყალბ ინფორმაციას“, - ამბობს მსახიობი.
მისი თქმით, ოჯახის დანგრევა მისი ოჯახისთვის უფრო რთული იყო, რადგან ტრადიციული ოჯახიდანაა.

„ძალიან დიდი ბოდიში მინდა ვთქვა საჯაროდ, რომ ამხელა სტრესის წინაშე აღმოჩნდნენ. ჩემთვის თვითონ ფაქტი იყო რთული, რომ ეს მოხდა სამი წლის წინ და ოჯახი დაინგრა. ამ გამოხმაურებამ, რომ გითხრათ, რომ რაიმე გავლენა მოახდინა ან კარიერაზე, ან საქმიანობაზე, ამ მეგობრებთან ურთიერთობაზე, ამას ნამდვილად ვერ ვიტყვი. გამიკვირდა, რომ ადამიანები ასე ცუდად გრძნობენ თავს, რომ სხვა ადამიანების გამეტება შეუძლიათ. ძალიან ვწუხვარ მათ გამო. ფიქრების პროექციას ახდენენ ადამიანზე, რომელსაც საერთოდ არ იცნობენ“, - ამბობს თაკო.

ყველა ახალი ამბავი
0